ყოფილი მაღალჩინოსნის დედის კომპანია ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს — TI
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედის სახელზე რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ავრცელებს.
ორგანიზაციამ "სერპანტინის" საქმიანობა შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ 2020 წლის მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში, იანვრიდან აპრილის ჩათვლით, კომპანიამ 7 მილიონზე მეტი (7,249,170.06) ლარის ტენდერები მოიგო.
TI-მ შეისწავლა, რომ გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია 2020 წლის იანვარ-აპრილში 17 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 16-ში გაიმარჯვა. კომპანიამ ყველა ტენდერი თელავის, ყვარლის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებისგან მიიღო.
ამასთან, "სერპანტინმა" 16 ტენდერიდან 6-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით კომპანიამ 1,486,959.06 ლარი მიიღო.
TI მიუთითებს, რომ სახელმწიფოსგან მიღებული თანხის საერთო ოდენობამ კომპანიაში 2013-2020 წლებში უკვე 112 მილიონ ლარს გადააჭარბა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო უშუალოდ გიორგი ზედელაშვილის ბიზნეს ინტერესებზეც საუბრობს. საუბარია ორი ჰიდროელექტროსადგურის — ხრამი ჰესისა და ორო ჰესის ექსპლუატაციაზე.
ორგანიზაციამ მოიკვლია, რომ 2018 წლის 23 მარტს შპს "ნიუ ტექნოლოჯი 2014"-ის 50%-50% შეიძინეს გიორგი ზედელაშვილის ძმისშვილმა, ლევან ზედელაშვილმა და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის ცოლის დამ, ხათუნა ასათიანმა, რის სანაცვლოდაც 55,000 აშშ დოლარი გადაიხადეს.
2019 წელს, ხათუნა ასათიანმა თავის საკუთრებაში არსებული 50% წილიდან 5% მიჰყიდა ივანე ნიკოლაიშვილს 5000 ლარის სანაცვლოდ. აღსანიშნავია, რომ ნიკოლაიშვილმა 2016 წელს ქართული ოცნების შემომწირველი იყო (40 000 ლარი), 2012 წლამდე კი ნაციონალური მოძრაობის.
უკვე 2018 წლის ივნისში შპს "ნიუ ტექნოლოჯი 2014"-მა აიღო 1,13 მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ხრამი ჰესის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულება.
TI მიუთითებს იმაზეც, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა საქართველოს განკარგულებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ნიუ ტექნოლოჯი 2014"-სათვის აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
რაც შეეხება მეორე ჰიდროელექტროსადგურს, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიის დირექტორის კომპანიას, რომელიც 2017 წელს დაფუძნდა, ერთი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში გადაეცა უძრავი ქონება იმ პირობით, რომ ორო ჰესის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მემორანდუმით დათქმული ვადები შესრულდებოდა. 1.1 მგვტ სიმძლავრის ორო ჰესი ექსპლუატაციაში მიიღეს 2019 წლის 13 აგვისტოს მთავრობის განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს იმჟამინდელი პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე აწერს.
TI მიუთითებს, რომ ორივე კომპანიის — შპს "ნიუ ტექნოლოჯი 2014"-სა და შპს "ენერჯი ინვესტინგ ენდ ტრეიდინგ კომპანის" დირექტორი ერთი და იგივე პირი, დავით ჩიქოვანია.
ორგანიზაცია საუბრობს თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის ოჯახის მიერ მოგებულ ტენდერებზეც. აღმოჩნდა, რომ მისი საოჯახო ბიზნესი აქტიურად მონაწილეობდა შესყიდვებში ჯერ კიდევ მაშინ, როცა შიხიაშვილი თანამდებობაზე იყო.
"იმ დროს, როდესაც ირაკლი შიხიაშვილის ინტერესი "ხრამი ჰესის" მშენებლობისა და მართვის მიმართ გამოიკვეთა, მას უკვე საჯარო სამსახური აღარ ეკავა. თუმცა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ" მოიკვლია, რომ საჯარო სამსახურში ყოფნის დროს მისი საოჯახო ბიზნესი აქტიურად მონაწილეობდა საჯარო შესყიდვებში: 2013 წლის 14 თებერვალს, კომპანია "ანჯ-მეტალმა", რომლის 25%-ს ირაკლი შიხიაშვილის მეუღლე — ეკატერინე ასათიანი ფლობს, თბილისის მერიისგან მიიღო 679,999.47 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA130000724). ტენდერის მიღებისას, ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოს წევრი იყო", — აღნიშნავენ TI-ში.
ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ იმავე წლის 30 სექტემბერს კომპანია "ანჯ-მეტალმა", წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2,161,000 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო იმ ფონზე, როცა მის ორ კონკურენტს დისკვალიფიკაცია გამოუცხადეს. ამ დროს ირაკლი შიხიაშვილი უკვე იკავებდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ გიორგი ზედელაშვილის საქმიანობა და დაადგინონ, ხომ არ ჰქონდა ადგილი გიორგი ზედელაშვილისა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების ხელოვნურად შექმნას.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები