არასამთავრობოებიც ოპოზიციის ნარატივში ხვდებიან — მდინარაძე საკონსტიტუციოს მოსამართლის კრიტიკაზე
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლის დანიშვნაზე კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ოპოზიციის ნარატივში ხვდებიან.
"ოპოზიციას აქვს დალაგებული მესიჯბოქსი, რომელ ნარატივშიც, სამწუხაროდ, ე.წ. თავისუფალი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ხვდებიან ხოლმე. ამოიჩემეს ეს სიტყვა კლანი და რატომ არის კლანი, სიღრმეებში არ მიდიან. [...] ლაპარაკობენ ამას და აქედან გამომდინარე, მათ ჰგონიათ, რომ თუ იტყვიან, რომ არის კლანი, აუცულებლად ყველა დაიჯერებს, რომ არის კლანი", — თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებზე მსგავსი შემთხვევა აქამდეც ახსოვს, მაგალითად ბათუ ქუთელიაზე, რომელიც მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია თუმცა პოზიციონირებს, როგორც NGO სექტორის მიუკერძოებელი წარმომადგენელი.
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ახალი მოსამართლე, ვასილ როინიშვილი აირჩიეს. როინიშვილმა უარყო სასამართლოში კლანის არსებობა და თქვა, რომ მიხეილ ჩინჩალაძესთან კარგი ურთიერთობა აქვს. არასამთავრობო სექტორი უკვე დიდი ხანია სასამართლოში კლანის არსებობაზე საუბრობს. მიხეილ ჩინჩალაძეს კი ისინი კლანის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მოიაზრებენ.
როინიშვილის თქმით, მიხეილ ჩინჩალაძესთან კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობა აქვს და ჯერ კიდევ მოსამართლეობამდე იცნობდა. მისი აზრით, ჩინჩალაძე ღირსეული ადამიანია.
"ჯერ ეს ერთი, მიშა ჩინჩალაძის გადასაწყვეტი არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის წარდგენა. იმას თუ მეკითხებით თქვენ მიშა ჩინჩალაძეს გაუხარდება თუ არა, ჩემი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა, ალბათ, გაუხარდება, როგორც მეგობარს. ისევე, როგორც მე გამიხარდებოდა მისი ახალი გამოწვევა", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ვასილ როინიშვილი 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. მანამდე 2006-2008 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. სხვადასხვა დროს ის იყო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, სადისციპლინო პალატის წევრი.
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
კომენტარები