კარანტინის ქრონიკები: გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური მედიის კამპანიაში ათასობით ახალგაზრდა ჩაერთო
კარანტინსა და იზოლაციაში ყოფნა არც ისე მარტივია. სკოლა სახლიდან, უნივერსიტეტი სახლიდან და რაც ყველაზე რთულია — განტვირთვაც სახლიდან. მეგობრებს ვერ ნახულობ, გასართობები გელევა, არ იცი რა აკეთო, რაც მოქმედებს ხასიათზე, განწყობაზე რაც შემდეგ უკვე სწავლაზე, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაზეც აისახება.
თანამედროვე გამოწვევები თანამედროვე გადაწყვეტას მოითხოვს. სწორედ ამისთვის შეიქმნა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ სახელმძღვანელო, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს პანდემიის დროს წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში ეხმარება. აქტივობები მოიცავს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, სახლში სწავლებას, ახლობლების მხარდაჭერას, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას, დეზინფორმაციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას - იმისთვის, პანდემიის პირობებში ფიზიკური დისტანცირების მიუხედავად, არ დავკარგოთ კავშირი სამყაროსთან და ვიზრუნოთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე.
ამ მიზნით გაერთიანდნენ გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, დემოკრატიის ლაბორატორია, Davita.Official, ფეისბუკ ჯგუფი Game of Homes და imitom.ge. ერთიანი ძალისხმევით კი შეიქმნა კამპანია, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს ერთი მხრივ შინაარსიანად და საინტერესოდ გაატარონ დრო, მიიღონ საჭირო ინფორმაცია, მეორე მხრივ კი იზრუნონ ერთმანეთზე და საკუთარი გამოცდილება და ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ
Game of Homes
ფეისბუკ ჯგუფი Game of Homes ორი თვეზე მეტია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის იზოლაციის გამრავალფეროვნებას ცდილობს. ჯგუფის 7000-ზე მეტი წევრისთვის ყოველკვირეულად იპოსტება სახლის პირობებში შესასრულებელი დავალებები და გამოწვევები, ვლინდებიან გამარჯვებულები და მხიარულებისა და გართობის პარალელურად იღებენ საჭირო და გამოსადეგ ინფორმაციასაც. იუნისეფთან თანამშრომლობით ჯგუფში ჩატარდა იზოლაციური ინტელექტუალური თამაშები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა ჯგუფის წევრებს დროის შინაარსიანად გატარებისთვის რჩევები და გამოცდილება გაუზიარეს, იზოლაციით გამოწვეული სევდა რომ რიტმებში ჩაგვეძირა, ლექს-სენის ლაივიც კი გაიმართა, რომელსაც 5000-ზე მეტმა ადამიანმა უყურა.
მოკლედ ჯგუფში დიდი მხიარულებაა და ამას მისი წევრებიც ადასტურებენ:
"ეს ჯგუფი არის ის რაც ყველაზე კარგად გამახსენდება იზოლაციიდან. უაზრო და მოწყენილი სახლში ყოფნა გამიხალისა, ჩემ ოჯახს აჩვენა რო თურმე ჩემს ცანცარსაც აქვს სარგებელი მეც გამართო, ხალხიც გამართობინა და თავი შემაყვარა თავისი ჩელენჯებით და უკარგესი ხალხით. ხოდა კიდე ბავშვობაში რაღაც გადასაფხეკ ლატარიაში რო მადუღარა მოვიგე მაგის მეტი რო არაფერი მომიგია ახლა მილიონი საჩუქარი მაქვს" — ამბობს მარიამ მეტრეველი, ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი.
ვისაც კიდევ უფრო მეტის გაგება სურს ჯგუფზე ამ ბმულს გაყევით, იუნისეფის ვებ-გვერდზე კი კორონავირუსის და მისი გამოწვევების დასაძლევად საინტერესო ინფორმაციას ყოველთვის იპოვით.
Davita.Official
Covid 19-ის შემოტევასთან ერთად იმატა დეზინფორმაციის რაოდენობამაც. ვრცელდება უამრავი ყალბი თუ არაზუსტი ინფორმაცია, რომლისგან თავდაცვა ვირუსისგან თავდაცვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
სწორედ ამ მიზნით დამეგობრდნენ Unicef Georgia და Davita.Official. დავითა ონლაინ თამაშია, რომელიც დემოკრატიის ლაბორატორიისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი პროექტია, რომელიც ტყუილისა და მართლის ერთმანეთისგან გარჩევაში გვეხმარება. იუნისეფი და დავითა უკვე ერთად ებრძვიან სიყალბეებს, და ცდილობენ მაქსიმალურად მეტი სწორი და საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ ადამიანებს.
Imitom.ge
ხალისში შეზავებული ანალიტიკა არასოდესაა საკმარისი, ამიტომაც იუნისეფმა და ახალგაზრდულმა პლატფორმა imitom.ge-მ გადაწყვიტეს სახლში დარჩენილებს მოწყენის საშუალება არ მისცენ და მათი შინ ყოფნის დღეები სახალისოსთან ერთად პროდუქტიულიც გახადონ. imitom.ge იუნისეფთან ერთად საკუთარ მკითხველს სტატიებს, ქვიზებს და პოსტერებს სთავაზობს, რომლებსაც თანატოლებისთვის თავად ახალგაზრდები ქმნიან.
ფოტო: imitom.ge
საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით დასრულდა და იზოლაციის წესებიც ნაკლებად მკაცრი ხდება. თუმცა პანდემია ცვლის ჩვენი ცხოვრების წესს და წინ ახალი გამოწვევებია. შესაბამისად, მიიღეთ მეტი ინფორმაცია სანდო წყაროებიდან, დაეხმარეთ ერთმანეთს, გაუზიარეთ გამოცდილება და ეცადეთ არ მოიწყინოთ — როგორც ვნახეთ, თუ მოვინდომებთ, ამის გაკეთება კარანტინშიც კი შესაძლებელია.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები