საია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშვნის პროცედურებს უარყოფითად აფასებს
საია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშვნის პროცედურებს უარყოფითად აფასებს და მას როგორც უზენაესი სასამართლოს პლენუმის, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს სანდოობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ორგანიზაციის, განცხადებით, სხდომაზე 21 დამსწრე წევრიდან კანდიდატს სულ ოთხმა დაუსვა კითხვა, ერთმა წევრმა კი მხოლოდ თავისი მხარდამჭერი მოსაზრებები დააფიქსირა და საბოლოო ჯამში, არ გამართულა ჯეროვანი დისკუსია.
მათივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, არ გამოიყენა შესაძლებლობა დღევანდელ სხდომაზე არ აერჩიათ მოსამართლე, არამედ მხოლოდ კანდიდატი დასახელებულიყო.
"ამით საზოგადოებას მიეცემოდა შესაძლებლობა გამოეხატა საკუთარი დამოკიდებულება ბატონი ვასილ როინიშვილის მიმართ და მიეწოდებინა ის პლენუმის წევრებისთვის, რაც საბოლოოდ მათ უკეთ ინფორმირებულ გადაწყვეტილება უზრუნველყოფდა", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დღეს, 29 მაისს აირჩია. ამის შესახებ გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებდა, რომ პროცესი გაუმჭვირვალე იყო და არსებობდა გავლენების გაძლიერების საფრთხე. ისინი მოუწოდებდნენ პლენუმს, რომ შეერჩიათ, მაგრამ არ დაემტკიცებინათ კანდიდატი. კრიტიკის საგანი გახდა ისიც, რომ უცნობი იყო მოსამართლის კანდიდატურა. პასუხად გიორგი მიქაუტაძემ განმარტავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესი არის განსხვავებული.
"მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც სისხლის სამართლის, ასევე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 10 წლის განმავლობაში და უფრო მეტი, ის იყო უზენაესი სასამართლოს წევრი და აქვს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია", — განაცახადა მიქაუტაძემ და როინიშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
როინიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საკონსტიტუციოს თავმჯდომარედ დაინიშნება. მისი თქმით, მსგავსი შემოთავაზება არ მიუღია.
ასევე, როინიშვილი უარყოფს სასამართლოში კლანის არსებობას და აცხადებს, რომ მიხეილ ჩინჩალაძესთან კარგი ურთიერთობა აქვს. არასამთავრობო სექტორი უკვე დიდი ხანია სასამართლოში კლანის არსებობაზე საუბრობს. მიხეილ ჩინჩალაძეს ისინი კლანის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მოიაზრებენ.
ვასილ როინიშვილი 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. მანამდე 2006-2008 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. სხვადასხვა დროს ის იყო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, სადისციპლინო პალატის წევრი.
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები