რა წესები უნდა დაიცვან ბაზრობებზე მომხმარებლებმა, დასაქმებულებმა და ბიზნესოპერატორებმა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლითაც ბაზრობებზე უნდა იხელმძღვანელონ. მინისტრის შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მომხმარებელთა ვალდებულებები:
- ბაზრობის სივრცეში მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას რეკომენდაციები, რომლებიც გამოკრულია შესასვლელში;
- ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა განახორციელოს მხოლოდ მითითებული სავალდებულო შესასვლელითა და გამოსასვლელით;
- უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია არა ნაკლებ 2 მ მანძილისა;
- სურსათთს უნდა შეეხონ მხოლოდ ერთჯერადი ხელთათმანის გამოყენებით;
- დახველების და დაცემინების დროს უნდა მიიფარონ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი გადააგდონ შესაბამის ურნაში/კონტეინერში.
უწყების განცხადებით, ბაზრობის ბიზნესოპერატორი ვალდებულია:
- ღია და დახურულ ბაზრობებზე, ახალი კორონავირუსით ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს მომხარებელთა ნაკადურობის დაცვა. ამ მიზნით მკაცრად უნდა განსაზღვროს და გამიჯნოს ბაზრობის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით;
- ერთიან შესასვლელებში უზრუნველყოს მომხმარებელთა თერმოსკრინინგი და ხელების დამუშავება 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური ხსნარით;
- თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ინფორმაცია როგორც ახალი კორონავირუსის, ასევე მოვაჭრეთა და მომხმარებელთა ვალდებულებების შესახებ;
- პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უნდა უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსოების ბუნებრივი ვენტილაცია;
- ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყოს ტერიტორიის დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა;
- უზრუნველყოს სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება და დეზინფექცია;
- უზრუნველყოს ბაზრის ტერიტორიაზე, შესაბამის ადგილას, საკმარისი რაოდენობის ხელსაბანის და საპირფარეშოს ფუნქციონირება;
- უზრუნველყოს სველი წერტილების დასუფთავება/დეზინფიცირება;
- ხელსაბანები აღჭურვოს შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით: თხევადი საპონი, ინდივიდუალური ხელსახოცები;
- კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს 112-ცხელ ხაზს;
- კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სავარაუდო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მოარიდოს სხვებთან კონტაქტს, შესაბამისი სამსახურის მოსვლამდე მოათავსოს დროებით სპეციალურად მოწყობილ იზოლირებულ სივრცეში, სხვა მომხმარებლებთან კონტაქტისშესამცირებლად;
- უზრუნველყოს მომხმარებელთა/მყიდველთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა არანაკლებ 2 მ მანძილზე;
- უზრუნველყოს უსაფრთხო დისტანციის დაცვა დასაქმებულებს შორის (დახლების შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, გამოიყენოს დროებითი გამყოფი ტიხრები (ბარიერები);
- სავაჭრო სივრცეში მასობრივი თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, არეგულიროს ერთდროულად მომხმარებელთა/მყიდველთა რაოდენობა;
- სავაჭრო დახლების წინ მოინიშნოს უსაფრთხო დისტანცირების მაჩვენებელი პირობითი ნიშნით;
- არ დაუშვას ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელი პირბადისა და ხელთათმანის გარეშე;
- უზრუნველყოს მოვაჭრე პერსონალისა და მომხმარებლის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, სათანადო აღნიშვნით, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინოს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/ სამსახურის მიერ;
- სამუშაო სივრცეში: დახლებს შორის, სასაწყობე ფართსა და გასასვლელებში უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა;
- უზრუნველყოს ობიექტის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა.
დამატებითი მოთხოვნები დახურული ტიპის ბაზრობებისთვის
- დახურულ სივრცეში განთავსებული ინდივიდუალური მოსარგებლეების სავაჭრო ობიექტის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება;
- სამუშაო ადგილებზე განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები, ხშირად
გამოყენებული ზედაპირების დასამუშავებლად და მათი სწორად მოხმარების წესები; - ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენოს სანიტარული შესვენებები;
- უზრუნველყოს სამუშაო პროცესში ბუნებრივი ვენტილაციის უწყვეტი რეჟიმი. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
- უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;
- ინდივიდუალური სავაჭრო ფართით მოსარგებლე პირმა შესასვლელში უზრუნველყოს ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება;
- ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
ბაზრობებზე მოვაჭრე პერსონალი ვალდებულია:
- სამუშაო პროცესი განახორციელეთ რეკომენდაციების შესაბამისად;
- სამუშაო ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები;
- მისალმებისას არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მოერიდონ სხვებთან კონტაქტს;
- არ გადასცენ მობილური ტელეფონი გამოყენებისთვის სხვა პირს;
- უნდა მოერიდონ თავშეყრას, დაიცავვან რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ );
- სამუშაოების შესრულებისას გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: ნიღაბი, ხელთათმანი, საჭიროების შემთხვევაში — სახის დამცავი ფარი;
- სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავონ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებენ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
- უზრუნველყონ სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;
- ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
სხვა რეკომენდაციები დასაქმებულთათვის:
- საფუძვლიანად უნდა დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალონ;
- უნდა გამოიყენონ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებენ ხელების დაბანას და გაშრობას;
- დახველების და დაცემინების დროს მიიფარონ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდონ ურნაში/კონტეინერში;
- მოერიდონ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრონ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
კომენტარები