ჭიკაიძის თქმით, "საკმაოდ სოლიდარული ანაზღაურება აქვს" — TV პირველი ყოფილი მაღალჩინოსნების გამდიდრებაზე
TV პირველის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ერთი მილიონი ლარის უძრავი ქონება შეიძინა. ჟურნალისტის კითხვას, როგორ გამდიდრდა მას შემდეგ, რაც მინისტრი აღარ არის, ჭიკაიძე პასუხობს:
"საკმაოდ სოლიდარული... სოლიდარული... სოლიდური ანაზღაურება მაქვს... [ბინა] მემკვიდრეობით მერგო, უნდა გადაამოწმოთ ყველაფერი. აგერ საბურთალოზე, ბახტრიონზე, რომელიც მე გავყიდე, თანხა დამჭირდა სხვადასხვა ქონების შესაძენად. ასევე, მთიულეთში, პაპაჩემის აშენებული სახლი მემკვიდრეობით მერგო და ჩემზეა გაფორმებული. ზოგი შევიძინე მე თვითონ, ბანკის დახმარებით, ზოგი ჩემი სახსრებით", — ამბობს ის.
თუმცა კითხვაზე, რამდენია მისი სასესხო ვალდებულებები, პასუხობს, რომ ზუსტად არ ახსოვს.
ბინების და სახლების გარდა, ალექსანდრე ჭიკაიძე ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში. TV პირველის ინფორმაციით, პირველი კომპანია, ნიუ ჰელსი მან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილის ერთ-ერთი კომპანიის მეწილეებთან ერთად დააფუძნა. ამ დროისთვის რეესტრში იძებნება რამდენიმე კომპანია, სადაც ჭიკაიძე წილებს ფლობს:
- შპს რთველისი — 25%
- შპს სანლე გრუპ — 50%
- შპს ჯორჯიან ვინგზ — 50%
ალექსანდრე ჭიკაიძე TV პირველთან ამბობს, რომ შემოსავალი ამ კომპანიებისგანაც აქვს, თუმცა ოდენობას არ ასახელებს.
"ჩემი ხელფასი თქვენ გაგიზიაროთ აუცილებელია? საკმაოდ დიდი ხელფასი მაქვს. ასევე, ჩემი კომპანიიდან, როგორც წესი და რიგია, კანონით განსაზღვრული. დივიდენდიც არის, მერგება ჩვეულებრივად, ვიღებ იქედან. ავიაკომპანიაში ვმუშაობ, დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ვარ. კიდევ სხვა კომპანიაც გამაჩნია, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს და ა.შ.", — ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრებაზე ჯერ კიდევ თებერვალში განცხადება გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა. ორგანიზაცია წერდა, რომ ყოფილმა მინისტრმა საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი ოდენობით ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა. ამასთან, TI აღნიშნავს, რომ სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებდა.
TV პირველის სიუჟეტში საუბარია თბილისის ყოფილ მერზე და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ამჟამინდელ თავმჯდომარეზე, დავით ნარმანიაზეც. ის ადასტურებს, რომ დიდ დიღომში სახლს აშენებს, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტი უჯდება, თუმცა ამბობს, რომ ამისთვის ბანკში კრედიტი აიღო.
"ყველა მასალის ყიდვის ქვითარი მაქვს, ყველა საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი მაქვს, ასე რომ მაგის ბუღალტერიას ცალკე ვაწარმოებდი. [...] მანამდეც საკმაოდ კარგი შემოსავლები მქონდა, როცა კვლევით ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ვიყავი ექსპერტი სხვადასხვა მიმართულებით", — აღნიშნავს ის.
ის ასევე ამბობს, რომ გაყიდა ბინა, რომელიც ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა. თუმცა აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციის შევსების მეორე დღესვე შეატყობინა, მაგრამ ცვლილებების ასახვა შეუძლებელი იყო.
ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა შემოსავალი სემეკ-ის გარდა, ნარმანია პასუხობს, რომ უნივერსიტეტში პროფესორია.
კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის ქონებაც TV პირველმა გამოიკვლია, ვანო ზარდიაშვილია. ყოფილი დეპუტატი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მფლობელობაში არსებული შპს ენერგოტრანსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. TV პირველი ამბობს, რომ მისთვის თანამდებობა სპეციალურად შეიქმნა — 9-კაციანი საბჭო ზარდიაშვილი გამო 10-კაციანი გახდა.
ჟურნალისტის კითხვას ქონების შესახებ ზარდიაშვილმა ასე უპასუხა:
"დედაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი რძალი ამერიკაში იმყოფებიან 16 წელია, მეც და მამაჩემიც უმუშევარი არ ვყოფილვართ არასდროს. შესაბამისად, ჩემს დაბადებამდეც ჰქონდა ჩემს ოჯახს ქონება და მე ამაში კითხვის ნიშნებს ნამდვილად ვერ ვხედავ".
პარლამენტის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, რომელმაც ასევე დატოვა მანდატი, ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილეა. კომპანიის მფლობელები საპარტნიორო ფონდი და ნავთობისა და გაზის კორპორაცია არიან. თავის მხრივ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ყოფილი დეპუტატის მამა, ომარ ქუცნაშვილია.
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
კომენტარები