მეუფე გიორგის მტკიცებით, სიცრუეა, რომ ის მარნეულში ეთნიკურ დისკრიმინაციას ეწევა
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი მიიჩნევს, რომ მარნეულის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების შესახებ მისი განცხადებები დისკრიმინაციული არ არის. მისი თქმით, ძეგლის აღებასთან მისი არცერთი განცხადება არ იყო დისკრიმინაციის შემცველი და ამიტომ თავს ეთნიკური შუღლის გამღვივებლად არ მიიჩნევს.
"ამ ძეგლს აქტუალობა შესძინა ქალაქის მერმა, რომელმაც პანდემიის დროს, ამ გაჭირვების ჟამს მოიცალა და რატომღაც მისთვის პრიორიტეტი გახდა ბოლშევიკის, პირსისხლიანი წითელი კომისრის ძეგლის პატივითა და მარმარილოთი შემკობა.
ჩემი განცხადებების არცერთი სიტყვა არ იყო დისკრიმინაციის შემცველი ვინმე ეთნოსის მიმართ", — განუცხადა ჟურნალისტებს სასულიერო პირმა.
თუმცა, მარნეულის ეპისკოპოსის განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში აღნიშნავენ, სასულიერო პირის განცხადება არ არის მიმართული ისტორიული პროცესების ფართოდ შეფასებისკენ და ნარიმან ნარიმანოვის პოლიტიკური მოღვაწეობის კრიტიკულად და ცივილურად გააზრებისაკენ. მათი შეფასებით, სახალხო თანხმობის გარეშე ძეგლების ჩამოხსნამ შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს.
გუშინ, 30 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო. უწყება არ დაუკონკრეტებიათ ვის მიმართ დაიწყო გამოძიება, თუმცა გამოძიების დაწყების ერთ-ერთ საფუძვლად იმასაც ასახელებენ, რომ მათი თქმით, გარკვეული პირები ცდილობენ სიტუაციის ისე წარმოჩენას, თითქოს ეთნიკურად ქართველებს ეთნიკურ უმცირესობებთან უპირატესობა ენიჭებათ.
სუს ამტკიცებს, რომ აქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ეს ადამიანები ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.
სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებასა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის კავშირს ვერ ხედავს მარნეულის ეპისკოპოსი. მისი თქმით, სუს-ის განცხადებაში ის თავის თავს არ გულისხმობს.
"მე რა ვიცი ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რას გულისხმობს, ჩემთვის არის ბუნდოვანი და ორაზროვანი. მე რომ ვუკავშირებდე, მაშინ მე უნდა ვთვლიდე, რომ მე თითქოს ვახდენ სხვა ეთნიკური ჯგუფებისა და სხვა რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაციას და ეს არის სიცრუე და ტყუილი", — აცხადებს სასულიერო პირი.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძე ამბობს, რომ სუს-ის განცხადება ულტრაკონსერვატიულ ჯგუფებს მიემართება. მისი თქმით, მათ აქვთ დოკუმენტური მასალები, რომელიც მარნეულის ეპარქიისა და ამ ჯგუფების თანამშრომლობას ადასტურებს.
"სუს-ის ეს განცხადება არსებითად მიემართება იმ ულტრაკონსერატიული ჯგუფების საქმიანობას, რომლებიც ბოლო პერიოდში ეთნიკურობის საკითხზე აგრესიულ კამპანიებს აორგანიზებენ. ეს თემა დაიწყო რამდენიმე ხნის წინ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, შემდგომში გაგრძელდა პანდემიის დროს მარნეულის სიტუაციაზე და დღეს უკვე მან ახალი ფორმები მიიღო ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ადგილობრივი მეუფის განცხადებები პირდაპირ და სინქრონულად გამოიყენეს ულტრაკონსრევატიულმა ჯგუფებმა", — განაცხადა მიქელაძემ რუსთავი 2-თან.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები