იმედგაცრუებულნი დავრჩით ნაკლებ დიპლომატიური სტილით — კავკასიური სახლი ვიოლა ფონ კრამონს
კავკასიური სახლი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის საპასუხო წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ნაკლებ დიპლომატიური წერის სტილით იმედგაცრუებულები დარჩნენ. მათივე განცხადებით, ტექსტის სტილზე და აღქმაზე მსჯელობა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა შინაარსი "უმძიმეს რეალობას" ეხება.
კავკასიური სახლი წერილში აღნიშნავს, რომ ვიოლა ფონ კრამონის კეთილშობილურ მიზნებში ეჭვი არ ეპარებათ რისთვისაც მადლობას უხდიან მას და მთლიანად ევროკავშირს, თუმცა უჩნდებათ კითხვა: "რა შედეგი გამოიღო თქვენმა ძალისხმევამ?"
"მადლობას მოგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტების შეხსენებისთვისაც, რომ სამართლიან სასამართლოს დამნაშავეებიც იმსახურებენ. ისიც ცხადია, რომ ქართული ოცნების მართლმსაჯულება კრიტიკას ვერ უძლებს. და ფაქტი ფაქტად რჩება: შიდა თუ გარე მიზეზებით, საქართველოს პარლამენტში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილეები და მხარდამჭერები სხედან. და სამართლიანი სასამართლოც მათთვის არსებობს და არა რიგითი მოქალაქეებისთვის", — აღნიშნულია წერილში.
წერილში კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება და "მნიშვნელოვან პოლიტპატიმრებად" გამოცხადება "უზომო შეურაცხყოფასა და ტრავმას აყენებენ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ წამებულ ადამიანებს და დახოცილთა ოჯახებს".
კავკასიური სახლი ვიოლა ფონ კრამონს წერს, რომ იქნებ მოიცალოს და კომენტარები გიგანტური ჰესებისა და წყალსაცავების მშენებლობაზე და უნიკალური ეკოსისტემის განადგურებაზეც გამოაქვეყნოს, ან ურჩიოს როგორ მოიქცნენ.
"სიამოვნებით გიმასპინძლებთ კავკასიურ სახლში, რათა უშუალოდ ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ის ქვეყანა, რომელმაც მრავალი მიზეზის გამო სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულება ვერ მოახერხა; რომელიც რუსეთის წინაშე ფაქტიურად მარტო დარჩა და ვერაფერს აკეთებს მცოცავი ოკუპაციის წინაღმდეგ; ქვეყანა, სადაც მასობრივი უმუშევრობა და სიღარიბე ბატონობს და რომლის სასიცოცხლო სივრცესაც ლამის ერთიანად ძირავენ წყალში", — აღნიშნულია წერილში.
წერილს სხვებთან ერთად კავკასიური სახლის გამგეობის თავმჯდომარე, ნაირა გელაშვილი აწერს ხელს. კავკასიის სახლის პირველ წერილს ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა და მას "სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებული" უწოდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
კომენტარები