პოლიტიკური დებატებისთვის ძალიან სუსტია, არ ვაპირებთ მასთან დებატებს — კობერიძე ტიკარაძის დაბარებაზე
პარლამენტში ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის კომიტეტზე არმისვლით მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კანონი დაარღვია. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრობის განმავლობაში ტიკარაძე პროფილურ კომიტეტში არცერთხელ არ ყოფილა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე მინისტრი ტიკარაძე სწორედ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიბარეს. გუშინ, 2 ივნისს მინისტრმა წერილობით მიმართა კომიტეტს, მისი მისვლა კომიტეტზე თვის ბოლოსთვის გადაედოთ.
როგორც კობერიძე ამბობს, მათ მინისტრთან მხოლოდ პროფესიული მსჯელობა სურთ და დებატებში შესვლას არ აპირებენ, რადგან "ტიკარაძე პოლიტიკური დებატებისთვის ძალიან სუსტია".
"მნიშვნელოვანია გაიმართოს პროფესიული მსჯელობა და არა პოლიტიკური. არავინ აპირებს მასთან პოლიტიკურ დებატში შესვლას, მით უმეტეს კომიტეტის ფარგლებში. მეორე მხრივაც, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სუსტია ქალბატონი ეკატერინე პოლიტიკური დებატებისთვის და ნამდვილად არ ვაპირებთ მასთან საგნობრივ-პოლიტიკურ დებატს", — აღნიშნა კობერიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლებს ნაციონალური მოძრაობის ინტერპელაციაზე მისვლა ეკომფორტულებად. ტიკარაძის შემთხვევაში კი, კობერიძე კომპეტენციის საკითხსაც სვამს.
"როგორც ჩანს გარკვეული პოლიტიკური გათვლები არის. როგორც ჩანს, ეკომფორტულებად ნაციონალურ მოძრაობასთან ქართული ოცნების მინისტრებს საუბარი. ჩვენთან არ ეკომფორტულებად, რადგან იციან, რომ მსგავსად ვერ მიმართავენ და ადვილად შეუძლიათ ნაციონალური მოძრაობის ოპონირება აიცილონ და გაუმკლავდნენ ადვილად. მეორე, ან კომპეტენციაში გვაქვს პრობლემა. რადგან ყველამ იცის, როდესაც კომიტეტში მინისტრი მოდის, იქ მიდის საგნობრივი მსჯელობა. ეს არ არის მინისტრის საათი ან ინტერპელაცია, როცა მინისტრს კითხვას უსვამ, რათა მერე თავის გუნდთან ერთად ორი საათის განმავლობაში საუკეთესო პასუხი დაწეროს, მოძებნოს და მერე დაბრუნდეს. მას მოუწევდა დღეს აქ ძალიან ცოცხალ დისკუსიაში ყოფნა. ეტყობა დისკომფორტს განიცდის", — განაცხადა კობერიძემ.
ლევან კობერიძე ამბობს, რომ მინისტრებმა რეგლამენტი არ იციან და პარლამენტის ადმინისტრაციას სთხოვა, რომ მათთვი სემინარები ჩაატარონ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები