ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სასამართლო დასაბუთებას ერთი თვის ვადაში წარადგენს, არაუადრეს 20 დღისა და არაუგვიანეს 30 დღისა. მხარეს კი აქვს უფლება რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროს 21 დღის ვადაში:

"ეს დავა ჯერ არ დასრულებულა, ბრძოლა გრძელდება და იმედი მაქვს ქიბარ ხალვაში გაიმარჯვებს".

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 10 ივნისს, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 7 ივნისს დაასრულა.

ლევან და გია ყარამანიშვილები რუსთავი 2-ის წილებისთვის ბრძოლას საქართველოს უზენაეს სასამართლოში გააგრძელებენ. ადვოკატ ზაზა ბიბილაშვილის თქმით, სასამართლოს 10 ივნისის გადაწყვეტილება, არის "სადამსჯელო ღონისძიება" რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.