ჯონსონის თქმით, თუ ჩინეთი ახალ კანონს გაატარებს, ჰონგ-კონგის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო წესებს შეცვლის
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონის განცხადებით, თუ ჩინეთი ავტონომიიის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის გატარებას დაიწყებს, ისინი ჰონგ-კონგის მოსახლეობას შეცვლილ საიმიგრაციო სისტემას შესთავაზებენ. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად არიან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საიმიგრაციო ცვლილება განახორციელონ.
ამის შესახებ ბორის ჯონსონმა TIMES-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.
"თუ საჭირო იქნება, ბრიტანეთის ხელისუფლება ამ ნაბიჯზე წავა და ამას კეთილი ნებით გააკეთებს. ბევრი ჰონგ-კონგელი შიშობს, რომ მათი ცხოვრების წესი, რომლის შენარჩუნებაზე ჩინეთი პირობას დებს, საფრთხის ქვეშ დადგა. თუ ჩინეთი თავისი ქმედებით აჩვენებს, რომ ეს შიშები უსაფუძვლო არაა, დიდი ბრიტანეთი ვერ შეძლებს მხრების აჩეჩვასა და განზე გადგომას. ჩვენ შევასრულებთ ვალდებულებას და ალტერნატივას შევთავაზებთ", — წერს ჯონსონი.
ბორის ჯონსონის საპასუხოდ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლონდონი ჰონგ-კონგის შიდა საქმეებში უხეშად ერევა.
"ჩვენ მოვუწოდებთ დიდ ბრიტანეთს, ცივი ომის დროინდელ კოლონიალურ მსჯელობას შეეშვას და აღიაროს და პატივი სცეს იმ ფაქტს, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნდა", — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩინეთი ამტკიცებს, რომ ახალი კანონი, რომელიც ჰონგ-კონგის კანონზე უფრო მაღლა დგას, სეპარატიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლისთვის სჭირდებათ. თუმცა პრო-დემოკრატიული მოძრაობები შიშობენ, რომ აღნიშნული კანონით ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას შეეცდება და სრულ კონტროლს დაამყარებს.
ჰონგ-კონგის მაცხოვრებლები, რომლებიც 1997 წლამდე დაიბადნენ, დიდი ბრიტანეთის ზღვის იქითა პასპორტს ფლობენ. აღნიშნული ტიპის დოკუმენტი თავის დროზე სწორედ მათთვის შეიქმნა. პასპორტით ჰონგ-კონგელებს უფლება აქვთ, დიდ ბრიტანეთში წელიწადში ექვსი თვის განმავლობაში უვიზოდ იყვნენ, თუმცა მუშაობის უფლება არ აქვთ.
თუ ბორის ჯონსონი დანაპირებს შეასრულებს და საიმიგრაციო სისტემას შეცვლის, ჰონგ-კონგში მაცხოვრებლებს ბრიტანეთში უვიზოდ ყოფნის ვადა ერთ წლამდე გაიზრდება და მათ მისი გახანგრძლივებისა და მუშაობის საშუალება მიეცემათ. ამასთან, ეს სამომავლოდ მოქალაქეობის მიღების პერსპექტივაც იქნება.
ზღვის იქითა პასპორტებს 350 ათასი ადამიანი ფლობს და კიდევ 2,6 მილიონ ადამიანს შეუძლია მისი მოპოვება. ჰონგ-კონგის მოსახლეობა კი 7,5 მილიონზე მეტს შეადგენს.
1997 წელს ლონდონმა პეკინს ჰონგ-კონგი გადასცა, რომელიც აქამდე მათი კოლონია და ტერიტორია იყო. აღნიშნული ავტონომიის შესახებ კანონის საფუძველზე მოხდა, რომელიც მოსახლეობას იმ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას აძლევდა, რომელიც კონტინენტურ ჩინეთში შეუძლებელია. აღნიშნული პრინციპი ცნობილია, როგორც "ერთი ქვეყნის, ორი სისტემა".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები