კალანდიას ადვოკატის მტკიცებით, განიხილება ჯანაშიას ვადაზე ადრე გათავისუფლება, პენიტენციური ამას უარყოფს
დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი აცხადებს, რომ ე.წ. უდოს კომისია ამავე საქმეზე კიდევ ერთი მსჯავრდებულის, გიორგი ჯანაშიას ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ზურაბ თოდუამ დღეს, 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ადვოკატი აცხადებს, რომ მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია, რომელთანაც მანამდე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ახლა დუმილის სანაცვლოდ, ვადაზე ადრე გაშვებას ითხოვს:
"გიორგი ჯანაშიამ გადახარშა მის მიერ გაწეული ღვაწლი ხელისუფლებისა და პროკურატურის წინაშე, უფრო წონადი გახდა მისი ჩვენება და ახლა უყენებს ულტიმატუმს. [...] მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენების, იმ ნაწილში, რომ მან დაინახა, თითქოს მას ხელში ეჭირა დანისმაგვარი საგანი, სანაცვლოდ მასთან გააფორმეს საპროცესო შეთანხმება და ახლა ითხოვს იმ საპროცესო შეთანხმებით დადგენილ ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რამეთუ ხედავს რომ ეს ინდულგენცია ხელისუფლებისთვის არის არაჩვეულებრივი. კოზირი უჭირავს ხელში და ეუბნება, რომ თუ არ გამიშვებთ, მაშინ ავდგები და ვიტყვი იმ ჩინოსნებს, ვინც ის დაიყოლიეს ამ ჩვენების მისაცემად".
გიორგი ჯანაშიას ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე კი On.ge-სთან ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არ შეუძლია ამ საკითხზე საუბარი.
On.ge დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურსაც, სადაც აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, გიორგი ჯანაშიას ჯერ არ ეკუთვნის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა და "არც მოუთხოვია ეს".
28 იანვარს უზენაესმა სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმცირა. მოსამართლეთა კოლეგიამ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და ჯანაშიას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, საიდანაც მხოლოდ 4 წელს გაატარებს ციხეში, 4 წელი კი პირობით სასჯელად ჩაეთვლება. უზენაესის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული საპატიმროს 2021 წელს დატოვებს, რადგან სასჯელის ათვლიდან ორი წელი უკვე გავიდა.
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე
2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ეს საქმე ყველაზე ხმაურიან გამოძიებად იქცა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში.
მკვლელობიდან მეოთხე დღეს გახარიამ საზოგადოებას აცნობა, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი დადგენილი და გამოვლენილი იყო. ერთ კვირაში კი იმდროინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო უწყებები შეაქო და თქვა, რომ ყველას გაუქრა ეჭვი ვინმეს დაუსჯელად დატოვების შესახებ.
მკვლელობიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ და სარალიძის მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყების მეორე დღეს განაცხადა შსს-მ, რომ არსებობდა ეჭვი საქმეზე ზემოქმედების შესახებ. შვილმოკლული მამა პრემიერმინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც გამოძიებას 10 ივნისამდე მისცა ვადა დამნაშავეების დასაჭერად. შსს-მ პირობა დადო, რომ "ქმედით ნაბიჯებს" გადადგამდა.
ამ შეხვედრიდან ოთხ დღეში შსს-მ განაცხადა, რომ საქმეში მონაწილე პირი გამოავლინა და დააკავა. ეს იყო მერაბ მორჩაძე, რომელსაც მოწმეზე ზემოქმედებას ედავებოდნენ. თუმცა, შვილმოკლული მამა კონკრეტულ პიროვნებას, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს ადანაშაულებდა დანაშაულის დაფარვაში, შვილის მკვლელობაში დამნაშავედ კი მიხეილ კალანდიას მიიჩნევდა. მეორე დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანიც.
შვილმოკლულმა მამამ განაცხადა, რომ სუბელიანის დაკავება "მისთვის გადაგდებული საკენკია". ის ამტკიცებდა, რომ სუბელიანი მთელ ამ საქმეს აკონტროლებდა და მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობა არ უნდა დადებოდა ბრალად. მოგვიანებით, სარალიძის ვერსია დაამტკიცა რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულმა "მირზა სუბელიანის ჩანაწერებმაც", სადაც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსანი მთავრობის ინტერესებისთვის საქმეების გაყალბებაზე საუბრობს.
ამ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, სუბელიანი გახარიასთან კავშირებსაც უსვამდა ხაზს და ამბობდა, რომ მინისტრმა თავის მოადგილეს სუბელიანის საქმის "ფინანსური კუთხის მოგვარება" დაავალა. სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობდა იმასაც, რომ უწყებებს ერთწლიან სასჯელზე შეუთანხმდა, რომელსაც მოიხდიდა და შემდეგ "თავი უნდა დაენებებინათ". ამ საკითხზე დასმული კითხვების პასუხად გახარიამ ნიშნისმოგებით თქვა, რომ ხალხი იმასაც ამბობდა, სუბელიანს ვერ დაიჭერთ, მაგრამ ახლა ციხეშია და იმდენ ხანს იჯდება, რამდენ ხანსაც სასამართლო გადაწყვეტსო. სუბელიანმა კი ციხე ერთ წელში დატოვა.
- წამება, მოგვარებული საქმეები, კომპრომატები ხელისუფლებაზე — დეტალები "სუბელიანის ჩანაწერებიდან" მოკლედ
- რომელ მაღალჩინოსნებსა და გახმაურებულ საქმეებზე ფლობს კომპრომატებს სუბელიანი
გახარიას მოუწია აღიარება, რომ მის უწყებაში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარდა, რამაც საქმეზე გავლენა იქონია. მანვე აღნიშნა, რომ ზოგადად, საგამოძიებო ნაწილში კვალიფიკაციის პრობლემა აქვთ.
სარალიძემ აქციები განაახლა და გახარიას გადადგომა მოითხოვა. მაშინ, სულ სხვა მიზეზით, მაგრამ გადადგა არა გახარია, არამედ პრემიერი კვირიკაშვილი.
თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ 2019 წლის 3 ივნისს სააპელაციო სასამართლომ დათო სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეში დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ჯ. ცნო. განაჩენის გამოცხადების მეორე დღეს კი მიხეილ კალანდია დააკავეს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები