არავინ არსად არ მიდის, გახარია არის პრემიერმინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს — წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ გიორგი გახარიას პოსტიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. მისი თქმით, გახარია არსად არ მიდის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველ გუნდს საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს.
როგორც წულუკიანი ამბობს, სერიოზული პრობლემაა, რომელიც საბოლოო ჯამში დემოკრატიას ემუქრება.
"ბოლო დღეებში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ფეიკნიუსი და ეს ვნახეთ. შემდეგ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს წულუკიანი მიდის პარლამენტის თავმჯდომარედ, ესეც არის ფეიკნიუსი. გუშინ ისევ ვიხილეთ ოპოზიციის სატელევიზიო და სხვა მედიასაშუალებებით სახელდახელოდ შექმნილი ახალი ყალბი ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრის, გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. ესეც არის ყალბი ინფორმაცია. არავინ არსად არ მიდის, ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერმინისტრი, მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება", — განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, სამთავრობო გუნდში არც სხვა ცვლილებები იგეგმება და ყველა თავის პოსტზე რჩება.
"ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ და ეს იქნება ის გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი მოვიტანეთ, მოიტანს ქვეყნისთვის ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ეს იქნება სახელისუფლებო გუნდის მთავრობაში, რომელიც მორიგჯერ გამჭვირვალე არჩევნებით დაამარცხებს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელსაც ფეიკნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედია საშუალებები", — განაცხადა წულუკიანმა.
პრემიერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია მთავარმა არხმა გაავრცელა. მათი ცნობით, გახარიას თანამდებობიდან წასვლა რამდენიმე კვირის წინ იყო გადაწყვეტილი, რაც ფორმალურად უახლოეს საათებში აღსრულდება.
მთავარი არხის ინფორმაციით, გიორგი გახარიას პოსტის დატოვების მიზეზი, პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს შორის "დაძაბული მოლაპარაკებაა". ტელეკომპანიის ცნობითვე, ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს, თუმცა გახარია ამ მოსაზრებას არ იზიარებდა.
პრემიერის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე თვის წინ TV პირველიც ავრცელებდა. 17 მარტს მან რუსთავი 2-ის გადაცემა ღამის კურიერში მის შესაძლო გადადგომაზე საუბრისას განაცხადა: "გაზაფხულის მოლოდინის შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ, რა იქნება... სადაც საჭიროა, იქ ვიქნები".
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები