თბილისში აშშ-ს ანტიპოლიციური პროტესტის სოლიდარობის აქცია გამართეს
თბილისში აშშ-ს ანტიპოლიციური პროტესტის სოლიდარობის აქცია გამართეს. რუსთაველის მეტროსთან შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი აშშ-ში პოლიციის მიერ შავკანიანთა ჩაგვრის წინააღმდეგ გამოვიდნენ. აქციის ორგანიზატორი აცხადებს, რომ მსგავსი სოლიდარობის აქციები ევროპის ქალაქებშიც გაიმართა და მათ სურდათ, ამ აქტს შეერთებოდნენ. აქციის მონაწილეებს პლაკატები ეჭირათ, წარწერით: "სოლიდარობა რასიზმთან ბრძოლას".
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, საქართველოში მსგავსი სოლიდარობის აქციის გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-ს საქართველოზე ძალიან დიდი სოციალურ-კულტურული გავლენა აქვს.
"ვინც ცხოვრობს საქართველოში, ეს არის ქართველი თუ ამერიკელი, იდეის გარშემო არიან აქ ხალხი შეკრებილი, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს, რომ შავკანიანებს, რომლებიც ძალიან დიდი ხანია იბრძვიან თავის უფლებებისთვის. ახლაც ჯოჯრ ფლოიდი მოკლეს და 8 წუთი იყო მისი წამება, რასაც ჰქვია. ამან გამოიწვია დიდი პროტესტები, ტრამპმა 26 ქალაქში ჯარი გამოიძახა და 10 ათასს ადამიანზე მეტი დააპატიმრეს, ვინც ამ აქციების მონაწილე იყო, დიდი ძალადობა მიმდინარეობს. გლობალური პრობლემა გახდა ეს, ძალიან ბევრ ქალაქში იყო საპროტესტო აქციები და ჩვენც შევუერთდით და საქართველოც უცხადებს სოლიდარობას და ყველას, ვინც ამერიკაში პოლიციელების მსხვერპლია", — განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
აქციის ორგანიზატორი, ბრაიან ჯუვენტინო ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობა გლობალური პრობლემაა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია.
"მე ვარ ბრაიან ჯუვენტინო, აშშ-დან და აქ მოვედი რათა სოლიდარობის პატარა აქტი მეჩვენებინა იმის გამო, რაც ხდება შტატებში, პოლიციის ძალადობისა და სისტემური რასიზმის გამო. მე მაქვს ორი მესიჯი: უპირველესყოვლისა, პოლიციის მხრიდან ძალადობა ყველგანაა, ეს გლობალური პრობლემაა. მეორე, იმის თქმაც მსურს რომ მნიშვნელოვანია სოლიდარობა, რომ ჩვენც ვდგავართ იმ ხალხთან ერთად, ვინც დღეს ქუჩაშია", — განაცხადა ჯუვენტინომ.
აქციის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტი, სიტყვიერი დაპირისპირება იყო. აშშ-ს კიდევ ერთი მოქალაქე პროტესტის მონაწილეებთან მივიდა და "პროპაგანდის გამავრცელებლები" უწოდა.
პირი, რომელიც აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა სტივენ ჰაკია, აშშ-დან, რომელიც საქართველოში წლებია ცხოვრობს. მან ჟურნალისტებს მისი უკმაყოფილება განუმარტა:
"რთულია გაიგო რა სურთ მათ [აქციის მონაწილეებს], მაგრამ პროტესტის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს უჭერენ მხარს. მე ამის წინააღმდეგი ვარ და ამავე დროს ვაანალიზებ იმასაც, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობა ნამდვილად არის შტატებში. ისინი იყენებენ ფლოიდის სიკვდილს, როგორც შანსს, რომ რასები კიდევ უფრო დააპირისპირონ. ვფიქრობ, ფლოიდი მოკლეს, მაგრამ არა რასობრივი მოტივით, არამედ პოლიციელი იყო ბოროტი. ის ძალიან ცუდი პოლიციელია და აქვს სხვებზე ძალადობის ისტორიაც", — განაცხადა მან.
აშშ-ში უკვე რამდენიმე დღეა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აპროტესტებენ, რომელიც დაკავების დროს პოლიციელის გულგრილობისა და არაადამიანური ქმედებების გამო დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, დემონსტრანტები შეზღუდვას არ ითვალისწინებენ.
მოქალაქეები სისტემაში არსებული რასიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. გამონათქვამებისა და ტვიტების გამო რასიზმში ადანაშაულებენ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.
მშვიდობიანად დაწყებული პროტესტი არეულობასა და დარბევაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ მანქანებს და არბევენ მაღაზიებს, პოლიცია კი ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები