მითები და რეალობა ჰესების შესახებ
გლობალური დათბობის პირობებში აქტუალური გახდა უნახშირბადო ენერგეტიკის განვითარება. საუბარია ელექტროსადგურებზე, რომლებიც შეზღუდული რაოდენობის საწვავს იყენებენ და არ აფრქვევენ სათბურის აირებს. სწორედ ასეთია ჰიდროენერგეტიკა, რომელიც XIX საუკუნეში გაჩნდა და სხვა ნედლეულზე მომუშავე ელექტროსადგურებს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს.
მაგალითისთვის, ჩინეთის ჰიდროელექტროსადგური სამი ხეობა, რომელიც უდიდესია მსოფლიოში, 22,5 გვტ სიმძლავრისაა. ეს 2,7–ჯერ აღემატება ყველაზე მძლავრი ატომური ელექტროსადგურის გამომუშავებას და 3,4–ჯერ მეტია ყველაზე მსხვილი თბოელექტროსადგურის სიმძლავრეზე.
და მაინც, რა არგუმენტებით ებრძვიან აბსოლუტურად განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებს?
მითი #1 – ჰესი იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს
რეალობა #1 – წყალსაცავიანი ჰესები, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, წყალდიდობებისგან საიმედო დაცვას წარმოადგენს. წყალუხვობისას წყალსაცავიან ჰესებში ხდება მოვარდნილი მასის აკუმულირება და გარდაქმნა ელექტროენერგიად, რომელიც შემდგომ მდინარეებში წყლის დონის კლების პერიოდშიც გამოიყენება. შედეგად, ადიდებული მდინარეები ვეღარ ანგრევენ გზებს, ხიდებს, საცხოვრებელ სახლებს.
მაგალითისთვის კვლავ სამი ხეობის ჰესი მოვიყვანოთ: მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ 1919 წელს გაჩნდა, მისი აშენება ჩინეთის ყველა დროის ხელისუფლებებს სურდათ, მაგრამ ომებისა და კაპიტალის უქონლობის გამო ეს ვერ ხერხდებოდა. ჰესი მხოლოდ გასული საუკუნის მიწურულს აშენდა. ესოდენ მასშტაბური კაშხლის მშენებლობის სასარგებლოდ მთავარ არგუმენტად 1954 წლის დამანგრეველი წყალდიდობა იქცა, რომელსაც 30 000 ადამიანი ემსხვერპლა.
ელექტროენერგიის წარმოების გარდა, ჰესის მისიას კაშხლის შემდგომ ხეობაში უზარმაზარი ფართობების დაცვაც წარმოადგენს. წყალსაცავის საერთო მოცულობა 39 კუბური კილომეტრია, რაც სავსებით საკმარისია წყალდიდობების სარეგულირებლად. შესაბამისი დაანგარიშების თანახმად, კაშხლის მშენებლობის შემდეგ წყალმოვარდნების 10%–იანი ალბათობა 1%–მდე მცირდება. 2010 წელს სამი ხეობის კაშხალმა ბოლო 130 წლის მანძილზე უდიდეს წყალდიდობას გაუძლო (70 000 კუბური მეტრი წამში). ამ პერიოდში კაშხლიდან მხოლოდ 40 000 კუბური მ/წმ წყალი გადაედინებოდა, ხოლო დანარჩენი წყალსაცავში აკუმულირდებოდა. ამით ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და მრავალმილიარდიანი ზარალი თავიდან იქნა აცილებული.
სადღეისოდ საქართველოში 7 წყალსაცავიანი ჰესი ოპერირებს და სამომავლოდ მათ კიდევ სამი დაემატება, მათ შორის - ნენსკრა ჰესი, რომელსაც მესტიის მუნიციპალიტეტში ხშირი წყალმოვარდნების თავიდან აცილება შეუძლია.
მითი #2: ჰიდროენერგია არ არის ენერგიის განახლებადი წყარო
რეალობა #2 – ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IHA) ინფორმაციით, ჰიდროენერგია მსოფლიოში არსებული ენერგოწყაროებიდან ერთ-ერთი ყველაზე სუფთა რესურსია. მას 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის გენერაციაზე ნახშირორჟანგის (CO2) ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ემისია აქვს. ასოციაციის კვლევის შედეგების თანახმად, ქვანახშირის ნაცვლად ჰიდრორესურსის გამოყენება ყოველწლიურად ჰაერის 4 მილიარდი ტონა სათბურის აირებით დაბინძურებას გამორიცხავს და ატმოსფეროში გაფრქვეულ გლობალურ ემისიებს 10%-ით ამცირებს.
მითი #3 – მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ჰესებს აღარ აშენებენ
რეალობა #3 – ჰიდროგენერაციის ახალი ობიექტები ყოველწლიურად შენდება. ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IHA) ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს მსოფლიოს ჯამში 21.8 გიგავატი (გვტ) დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები შეემატა. აქედან 9.2 გვტ მოდის აღმოსავლეთ აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებზე, 4.9 გვტ - სამხრეთ ამერიკაზე, 4.0 გვტ - სამხრეთ და ცენტრალურ აზიაზე, 2.2 გვტ - ევროპაზე, 1.0 გვტ - აფრიკაზე, 0.6 გვტ - ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაზე.
სადღეისოდ მსოფლიოში ჰიდროენერგეტიკის ინდუსტრია 2 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კიდევ უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების კომპანიებში.
მითი #4 – მზისა და ქარის ენერგია, ჰიდროენერგიასთან შედარებით, უფრო იაფია
რეალობა #4 – განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ოფიციალური მონაცემებით, ჰიდრორესურსები ელექტროენერგიის საწარმოებლად მსოფლიოში ყველაზე იაფ წყაროს წარმოადგენს.
ცნობისთვის: 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის წლიური მიწოდების 66% მარეგულირებელ, სეზონურ და მცირე ჰესებზე მოდის. ეს - იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ჰიდრორესურსების მხოლოდ 22%–ია ათვისებული.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები