პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო უარყოფითად აფასებს პარლამენტის რეგლამენტში ინიცირებულ ცვლილებებს. მათივე განცხადებით, კანონპრექტი ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს. ორგანიზაცია გამოყოფს პროექტის იმ პუნქტებს, რომელიც მათი შეფასებით, ხარვეზებს შეიცავს:
- სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან;
- ფრაქციის ფორმირებას ვერც დამოუკიდებელი მაჟორიტარები და პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები შეძლებენ;
- ვიცე-სპიკერების რაოდენობა 9-დან 3-მდე შემცირდება, მათ შორის აფხაზეთისა და აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების კვოტების გაუქმების ხარჯზე;
- პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ;
- თავმჯდომარეს ფრაქციის ყოველ 15 წევრზე ერთი მოადგილის ყოლა შეეძლება, რაც უმრავლესობაში თანამდებობის პირების რაოდენობას გაზრდის;
- საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კანდიდატურას პარლამენტის უფრაქციო წევრები ვეღარ წარადგენენ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო დადებითად აფასებს ცვლილებების იმ ნაწილს, რომლის თანახმად, მინისტრის საათის პროცედურა გახანგრძლივდება საკითხის ამოწურვამდე, ნაცვლად 21 საათისა.
ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ უნდა გასცდეს კონსტიტუციის ჩანაწერს, რომელიც ერთი პარტიული სიით არჩეულ პარტიის წევრებს მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნის უფლებას აძლევს.
"სხვადასხვა პარტიული სიით გასულ პარლამენტის წევრებს უნდა დარჩეთ უფლება შექმნან საერთო ფრაქცია. ასევე ფრაქციის შექმნის უფლება არ უნდა შეეზღუდოთ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ პარლამენტის მაჟორიტარ წევრებს. ოპოზიციის წევრებს უნდა შეუნარჩუნდეთ უფლება საპროკურორო საბჭოსა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურის შესარჩევ კომისიაში თავისი კვოტით აირჩიონ წევრები.
უმრავლესობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის პროცესში კანდიდატის წარდგენის უფლება უნდა შეუნარჩუნდეთ უფრაქციო (დამოუკიდებელ) დეპუტატებს. ფრაქციებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს არ უნდა შეეკვეცოს პოლიტიკური დებატებისას, მათ შორის ინტერპელაციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისთვის გამოყოფილი დრო", — წერია რეკომენდაციებში.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები