რას ფიქრობდა ვლადიმირ ნაბოკოვი სხვა ცნობილ მწერლებზე
მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ვლადიმირ ნაბოკოვი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორია თავისი წინააღმდეგობრივი ბუნებით. ოღონდ ეს არა მხოლოდ მისი შემოქმედების მიმართ საზოგადოების საკამათო დამოკიდებულებაში გამოიხატება (მარტო ლოლიტას მიმართ დღემდე არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო წარმოდგენები რად ღირს), არამედ მის პიროვნულ თვისებებსა და ხასიათშიც.
საქვეყნოდ ცნობილია, რომ ნაბოკოვი, რბილად რომ ვთქვათ, ენამწარე იყო თავისი კოლეგების მიმართ: ის კლასიკოსებსა თუ დღეს საკულტო ავტორებად აღიარებულ თავის თანამედროვეებს მწერლებადაც კი არ თვლიდა და ამის თამამად გამოხატვის არც არასდროს ერიდებოდა.
ახლა სწორედ მის რამდენიმე ასეთ ცნობილ მოსაზრებას შემოგთავაზებთ მრავალი მკითხველისთვის ძვირფას და საყვარელ ავტორებზე.
ბერტოლტ ბრეხტის, უილიამ ფოლკნერის, ალბერ კამიუსა და ეზრა პაუნდის შესახებ:
"ბევრი აღიარებული მწერალი ჩემთვის უბრალოდ არ არსებობს. ისინი მხოლოდ ცარიელ საფლავებზე ამოტვიფრული სახელები არიან, მათი წიგნები ხელოვნურია და ჩემი ლიტერატურული გემოვნებით, ისინი არარაობები არიან. ბრეხტი, ფოლკნერი, კამიუ და კიდევ ბევრი სხვა საერთოდ არაფერს ნიშნავს ჩემთვის და ამის გამო მიწევს ჩემი გონების წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებას შევებრძოლო, როცა ლედი ჩეტერლეის კოპულაციას, ბატონი პაუნდის უაზრობებს და მთელ ამ სიყალბეს "დიდ ლიტერატურას" უწოდებენ", — 1967 წელი, ინტერვიუ The Paris Review-სთან.
თომას მანის, უილიამ ფოლკნერისა და ბორის პასტერნაკის შესახებ:
"ის, რომ მაგალითად, მანის იდიოტური სიკვდილი ვენეციაში, პასტერნაკის მელოდრამატული და საშინლად დაწერილი ექიმი ჟივაგო და ფოლკნერის უშინაარსო ქრონიკები შეიძლება ვინმემ "შედევრად", ან ჟურნალისტების მსგავსად "დიდებულ წიგნებად" მიიჩნიოს, ისეთივე აბსურდული ბოდვაა, როგორც დაჰიპნოზებული ადამიანის სექსი სავარძელთან", — 1965 წელი, ინტერვიუ რობერტ ჰიუზთან.
ნიკოლაი გოგოლის შესახებ:
"ძალიან ფრთხილად ვიყავი, რომ მისგან არაფერი მესწავლა. ის საეჭვო და საშიში მასწავლებელია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თავისი უკრაინული ხარახურით ყოვლად უვარგისი მწერალია; ყველაზე კარგი კი ის ახასიათებს, რომ ამაშიც უნიკალური და შეუდარებელია", — 1967 წელი, ინტერვიუ The Paris Review-სთან.
ერნესტ ჰემინგუეისა და ჯოზეფ კონრადის შესახებ:
"ამ ორს შორის ჰემინგუეი უდაოდ უკეთესია: სხვა თუ არაფერი, თავისი ხმა მაინც აქვს და ისეთი მშვენიერი და უაღრესად ორიგინალური მოთხრობის ავტორია, როგორიცაა მკვლელები. ასევე საუცხოოა ჭრელი თევზისა და რითმული მოშარდვის აღწერა თავის თევზის შესახებ დაწერილ ცნობილ მოთხრობაში. მაგრამ ატანა არ მაქვს კონრადის სუვენირების მაღაზიის მსგავსი სტილის, რომელიც სავსეა რომანტიკოსის კლიშეებით. ამ ორი ავტორიდან ვერც ერთის შემოქმედებაში ვიპოვე ის, რისი დაწერაც თავად მომინდებოდა. მენტალურად და ემოციურად ისინი უიმედო არასრულწლოვნებს ჰგვანან", — 1964 წელი, ინტერვიუ Playboy-სთან.
ფიოდორ დოსტოევსკის შესახებ:
"არარუსულენოვანი მკითხველები ორ რამეს ვერ იგებენ: ყველა რუსს სულაც არ უყვარს დოსტოევსკი ისე, როგორც ამერიკელებს და იმ რუსების უმეტესობას, ვისაც უყვარს, პატივს სცემს როგორც მისტიკოსს და არა — ხელოვანს. ის იყო წინასწარმეტყველი, ყბედი ჟურნალისტი და თავზეხელაღებული კომიკოსი. ვაღიარებ, რომ მის წიგნებში ზოგიერთი მონაკვეთი ძალიან სასაცილოა. მაგრამ მისი ემოციური მკვლელები და გულის ამაჩუყებელი მეძავები ყოვლად აუტანლები არიან", — 1964 წელი, ინტერვიუ Playboy-სთან.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები