ორი დღეა ვართ ბულინგის მსხვერპლი — გეგელია ხაზარაძის განცხადებას განმარტავს
ლელო საქართველოსთვის წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ლგბტ თემის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადების შემდეგ, პარტია ბულინგის მსხვერპლი გახდა. გეგელიას განმარტებით, საზოგადოების ნაწილი ხარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მსჯელობს და სინამდვილეში, მან მხოლოდ ის თქვა, რომ ძალიან კარგი საკანონმდებლო ბაზაა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.
მისივე მტკიცებით, ერთი და იგივე სქესიანი ადამიანების წყვილისთვის ქორწინებისა და შვილადაყავნის უფლების არმინიჭიბაზე ხაზარაძე, მხოლოდ "თავზე მოხვევის" კონტექსტში საუბრობს.
"მან თქვა, რომ საქართველოში გვაქვს ძალიან კარგი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცულობას და განსაკუთრებით ეს არის განსხეულებული ანტიდისკრიმინაციულ კანონში და მიუხედავად ამისა ეს კანონმდებლობა არ სრულდება ადეკვატურად.ორი დღეა ჩვენ გარკვეულწილად ვართ, ვიღაცების მხრიდან ყოველ შემთხვევაში, ყველას მხრიდან არა, ბულინგის მსხვერპლნი. იმიტომ, რომ ვისმენთ და ვხედავთ წინადადებებს, რომელიც ამ კაცს არ უთქვამს და არც ერთ ჩვენგანს არ მიაჩნია მართებულ სოციალურ და პოლიტიკურ პოზიციად", — განაცხადა გეგელიამ TV პირველის ეთერში.
რამდენიმე დღის წინ, პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ლგბტ თემის უფლებები "ძალიან კარგადაა" დაცული და ისე არ უნდა მოხდეს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები შელახოს. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობს ლგბტ თემისთვის ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლების მინიჭებაზე, უპასუხა, რომ სჯერა შვილი დედამ და მამამ უნდა აღზარდოს.
ამავე თემაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ლელო ერთი და იგივე სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას მხარს არ უჭერს.
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები