საბუე — გულით მომზადებული პროდუქტი
ნახევარფაბრიკატების ტიპის საკვებს ბევრი მიირთმევს — უყვართ, ეგემრიელებათ, ხიბლავთ მისი მომზადების სიმარტივე. საერთო ჯამში, ნახევარფაბრიკატები დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოში. თუმცა, ყოველთვის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ასეთი პროდუქტის სიჯანსაღესთან დაკავშირებით. მომხმარებლის უნდობლობის მთავარი საგანი კი, უმეტესად, ამ ტიპის საკვებში შემავალი ინგრედიენტებია.
ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საბუეს დაარსება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. პირველი და უმთავრესი კი იყო გემრიელი და ჯანსაღი საკვების სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია მსგავსი პროდუქტით, რთული იყო გამორჩეული გემოს პოვნა, რომელიც განსაკუთრებით მოხიბლავდა და თავს დაამახსოვრებდა მომხმარებელს. ამიტომ, რამდენიმე მეგობარს, ერთი ჩვეულებრივი შეხვედრის დროს, გაუჩნდა არაჩვეულებრივი იდეა — თავად ეზრუნათ დაუვიწყარი გემოსა და უმაღლესი ხარისხის პროდუქტის შექმნაზე.
2019 წლის 1 ივნისს საბუემ მომხმარებელს პირველად წარუდგინა პროდუქტი, რომელიც მზადდება სათუთად შერჩეული, ახალი, გაუყინავი ხორცით, უმაღლესი ხარისხის სულგუნით და, ზოგადად, ჯანსაღი ინგრედიენტებით.
"ჩვენ ვაპირებთ, სრულიად შევცვალოთ წარმოდგენა ნახევარფაბრიკატებზე და შევქმნათ პროდუქტი, რომელიც აუცილებლად გაგახსენებთ მონატრებულ გემოს", — აცხადებენ კომპანიაში და მომხმარებელს ჰპირდებიან რომ მათი პროდუქტი ყოველთვის იქნება:
- ნატურალური;
- ჯანსაღი;
- სუფთა;
- ნამდვილი;
- გემრიელი.
"ჩვენ სიყვარულით ვამზადებთ თქვენთვის და ვიცით, რომ თქვენი და თქვენი პატარების სიყვარულსაც დავიმსახურებთ! დიახ, ჩვენს პროდუქტს დედებისა და ბებიების კერძების გემო აქვს, რადგან ვამზადებთ გულით, ვამზადებთ ზრუნვით, ვამზადებთ გემრიელად!" — ეს გახლავთ საბუელების დაპირება მომხმარებლის მიმართ, რომელსაც ერთი წელია, ერთგულად ემსახურებიან.
სტატია განთავსებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები