კარანტინის შემდეგ ეიფელის კოშკი 25 ივნისს პირველად გაიხსნება
საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა — ეიფელის კოშკი 25 ივნისს საჯაროდ გაიხსნება და ტურისტები კვლავ შეძლებენ მის დათვალიერებას.
პარიზის სავიზიტო ბარათად აღიარებული ეს კოშკი 13 მარტიდან მოყოლებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის მიღებული მკაცრი საკარანტინო ზომების გამო მთელი ეს პერიოდი დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.
ეიფელის კოშკის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მითითებების მიხედვით, 11 წელს ზევით ყველა სტუმარს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე და ლიფტის ნაცვლად ყველას მხოლოდ კიბეებით გადაადგილება შეეძლება.
"თავდაპირველად დამთვალიერებლებს მხოლოდ კიბეებით სარგებლობის უფლება ექნებათ. იმისათვის, რომ ზევით და ქვევით მიმავალი ხალხის ნაკადი ერთმანეთს არ შეხვდეს, მოძრაობისას გამოყენებული იქნება აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეები", — ვკითხულობთ მითითებებში.
ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო სივრცეებს ყოველდღიურად დაასუფთავებენ და დეზინფექციას ჩაუტარებენ, ამავდროულად კი შესაბამის ნიშნებს გამოიყენებენ, რათა სტუმრებს ფიზიკური დისტანციის დაცვა შეეძლოთ.
ეიფელის კოშკის გახსნა პარიზში მკაცრი კარანტინის გაუქმების მეორე ფაზის ნაწილია: ბოლო კვირებში საფრანგეთის დედაქალაქში ნელ-ნელა გაიხსნა კაფეები და რესტორნები. ამასთან დაკავშირებით რიგითი მოქალაქეების სიხარული ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც გაიზიარა და ტვიტერის ანგარიშზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
"კაფეების, სასტუმროებისა და რესტორნების გახსნა ნიშანია იმისა, რომ ბედნიერ დღეებს ვუბრუნდებით!"
ივნისის დასაწყისში გაიხსნა პარიზის არაერთი ცნობილი მუზეუმი და გალერეა, რომელთაც სტუმრები, მართალია, გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებით, თუმცა უფრო მეტი ენთუზიაზმითა და სიხარულით მიიღეს.
რაც შეეხება ლუვრს, ოფიციალურად გავრცელებული განცხადების მიხედვით, მისი კარი დამთვალიერებლებისთვის 6 ივლისიდან გაიხსნება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად საფრანგეთიც პანდემიისგან მიყენებული საკმაოდ მძიმე შედეგების მიუხედავად, კვლავ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ წესს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ მართლაც კიდევ უამრავი ბედნიერი დღე გველოდება.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები