დენიელ რედკლიფის აზრით, ოსკარს კასკადიორებიც იმსახურებენ
ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობმა დენიელ რედკლიფმა დევიდ ჰოლმსთან ერთად, რომელიც ჰარი პოტერის ფილმების სერიაში მისი კასკადიორი იყო, ახალი პოდკასტების სერია Cunning Stunts დააანონსა.
დენიელ რედკლიფი მიიჩნევს, რომ კინოსამყაროში კასკადიორების შრომა ხშირ შემთხვევაში დაუფასებელია, არადა ამ პროფესიის ადამიანების კარიერა მუდმივად რისკის ქვეშაა: მაგალითად, დევიდ ჰოლმსი ჰარი პოტერის ფილმების გადაღებებზე მძიმედ დაშავდა და კისრის მოტეხილობის გამო პარალიზებულია.
10 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში რედკლიფმა აღნიშნა, რომ ამ პოდკასტით კასკადიორების შრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება სურს:
"კასკადიორების შესახებ მითი არსებობს, რომ ისინი უბრალოდ ზეადამიანები არიან. როცა მაყურებელი ფილმში მტკივნეულ ან საშიშ სცენებს ადევნებს თვალს, ფიქრობს, რომ ეს ვიზუალური ეფექტების ან რაიმე ჭკვიანური და უსაფრთხო საშუალებით გადაიღეს. არადა ხშირად ასე სულაც არაა: მაგალითად, არ არსებობს კიბეებზე დაგორების რამენაირად გაყალბების გზა. ან როცა პერსონაჟს მანქანა ეჯახება, გადაღებისას მართლაც ასე ხდება, თუნდაც ეს შედარებით შენელებულად ხდებოდეს. სწორედ კასკადიორები ასრულებენ ამ ყველაფერს, მართალია, მაქსიმალურად უსაფრთხოდ, მაგრამ ეს პროცესი მაინც მტკივნეულია", — ამბობს მსახიობი.
სწორედ მის გამო, ჰარი პოტერის ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ ჰოლივუდმა უფრო მეტად უნდა დააფასოს ამ პროფესიონალების შრომა, თუნდაც ოსკარების დაჯილდოებაზე მათი წარდგენით. მან გაიხსენა ცნობილი კასკადიორი ოლივია ჯეკსონი, რომელმაც Resident Evil-ის გადაღებებზე ერთი ხელი დაკარგა და მძიმე დაზიანებების გამო სხეულის ნახევარი პარალიზებული აქვს.
"როცა აცნობიერებ, თუ რა შეემთხვათ დევიდ ჰოლმსისა და ოლივია ჯეკსონის მსგავს ადამიანებს, ხვდები, რომ ისინი საკუთარ სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში იმ ფილმების შესაქმნელად, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს. დაუჯერებელია, რომ ამას აქამდე არ ვაფასებთ", — განაცხადა რედკლიფმა.
დენიელ რედკლიფი და დევიდ ჰოლმსი თავიანთ ახალ პოდკასტების სერიაში სწორედ სხვადასხვა კასკადიორებთან ერთად ისაუბრებენ მაყურებლებისთვის ხშირ შემთხვევაში უხილავ შრომაზე: მათ შორის მათ სტუმრად ეყოლებათ დერეკ ლი, რომელიც ისეთი ცნობილი ფილმების კასკადიორი იყო, როგორებიცაა ჯეიმს ბონდი და ტიტანიკი.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები