კონგრესის განცხადება ნიშნავს, რომ მათთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია — დეგნანი
საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, კონგრესმენების ანგარიში, სადაც საუბარია ბიძია ივანიშვილის რუსულ "კავშირებზე", ნიშნავს იმას, რომ ამერიკისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია.
"წერილი არ მინახავს, თუმცა გეტყვით, რომ კონგრესისგან რაიმე სახის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ისინი საქართველოს სიტუაციას აკვირდებიან და მათთვის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩვენთვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არის უმთავრესი და ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ წლების მანძილზე დიდი ინვესტიცია გავწიეთ და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით", — თქვა კელი დეგნანმა.
ელჩის თქმით, ისინი ეძებენ ახალ გზებს პარტნიორობის გასაგრძელებლად და მათი მიზანი თანამშრომლობის გაღრმავებაა.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა,რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, "ოლიგარქი" ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პროპაგანდის ნაწილია.
"რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მის დეზინფორმაციული კამპანიაში ჩართულ ლიდერებზეც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც სამუშაო ჯგუფს შემოთავაზებული ჰქონდა ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე, რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.
მაგალითად, ახალი უფლებამოსილების პირობებში სანქციები დაწესდებოდა ვლადიმერ იევტუშენკოვზე, რუს მილიარდერ ოლიგარქზე. გარდა ამისა, არსებული სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.
ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ. [...]
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში კრემლის კონტენტთან დაკავშირებულ ოლიგარქებზე, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რათა კონგრესმა განსაზღვროს სამომავლო სანქციები, ეს ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა", — წერია ანგარიში.
წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთის გავლენის სრული აღქმა დაეხმარება კონგრესს, აღმოფხვრას ხარვეზები, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს მავნე გავლენა იქონიოს. კონგრესმენების აზრით, უნდა განიხილონ რუსეთის გავლენა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მაგალითად ენერგიის მოპოვება, მილსადენები თუ სხვა.
წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკაც და მოკავშირეებიც უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ფინანსურ სანქციებს რუსეთის სამხედრო აგრესიის პასუხად. მათი თქმით, ასეთმა სანქციებმა შესაძლებელია, რუსეთის აგრესია შეაჩეროს და გააუმჯობესოს შტატებისა და მისი მოკავშირეების მდგომარეობა და ასეთი სანქციები უნდა გამოიყენონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს შემთხვევაში.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები