როგორ აღმოჩნდნენ დრონები ტრადიციული ინდუსტრიების განვითარების სათავეში
უპილოტო საფრენი აპარატების ისტორია ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან იწყება, თუმცა მათი ინტენსიური განვითარება და პოპულარობის სწრაფი ზრდა ბოლო რამდენიმე ათწლეულს ითვლის. შეიძლება, დღეისთვის სამომხმარებლო ბაზარზე დრონებს ხშირად არ შეხვდეთ, თუმცა უპილოტო აპარატებმა მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინეს ტრადიციულ ინდუსტრიებში, სადაც, ერთი შეხედვით, მსგავსი ტიპის ინოვაციის ადგილი არაა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უპილოტო საფრენმა აპარატებმა მრავალი კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციის საქმიანობაში ცენტრალური ადგილი დაიკავეს და ისეთი ინდუსტრიების წინსვლას შეუწყვეს ხელი, რომელთა განვითარებაც პრაქტიკულად გაჩერებული იყო. დაწყებული სწრაფი მიწოდების სერვისით და დამთავრებული მცენარეების შესწავლით, დრონები აღწევენ ყველგან, სადაც ადამიანს არ გააჩნია სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების საშუალება.
ადამიანების უმეტესობას დრონები გართობის, ქორწილების ან, უბრალოდ, სანახაობრივი ვიდეოს გადაღების კარგ საშუალებად მიაჩნია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ამ უპილოტო საფრენ აპარატებს ბევრად დიდი შესაძლებლობები აქვთ.
დრონები აქტიურად გამოიყენება ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა მშენებლობა, უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა. მათი გამოყენებით ასევე წარმატებით ხორციელდება სამთავრობო სამსახურების გარემოსდაცვითი და სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებები. რაც ყველაზე საინტერესოა, თითოეული დარგისა და ინდუსტრიისთვის დრონების კონკრეტული მოდელები არსებობს, რომელთა ნაწილსაც ამ სტატიაში საქართველოში არსებული რეალური მაგალითების მეშვეობით მიმოვიხილავთ.
სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა
კომპანია აგრიკოპტერი უკვე 1 წელზე მეტია, რაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს. შეწამლვითი სამუშაოებისთვის აქტიურად გამოიყენება Agras სერიების დრონები, ხოლო Phantom 4 Multispectral მოდელი მულტისპექტრული და პირდაპირი ე.წ. NDVI ტიპის ხედვის სისტემათა გამოყენებით აკეთებს ანალიზს და ვეგეტაციის ინდექსს თვლის. აღნიშნული მონაცემები დათესილი მცენარეული კულტურების ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მსგავსი კვლევით მცენარის სისუსტის იქამდე აღმოჩენაა შესაძლებელი, სანამ ეს ვიზუალურად შესამჩნევი გახდება. ასეთი სახით ფერმერებს დაავადებებთან, სარეველებთან და მწერებთან უფრო ეფექტიანად გამკლავების საშუალება ეძლევათ.
მულტისპექტრული ანალიზი გამოიყენება არა მარტო სოფლის მეურნეობაში, არამედ გარემოს დაცვის კუთხითაც. მსგავსი სახის ანალიზი გვეხმარება გავიგოთ ტყის მასივების და სხვადასხვა მცენარის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ მიზნით გამოყენებულ Matrice სერიის დრონებზე ყენდება LiDAR-ის სკანერი, რითაც მაღალი სიზუსტის 3D რუკის შექმნა და ხეების სიმაღლისა თუ ტყის მასივის კუბურ მეტრებში დათვლაა შესაძლებელი. დრონებით ტყის მასივის უკანონო ჭრის აღკვეთა და იმის გაგებაც კი შეიძლება, თუ რამდენი კუბური მეტრი ხის მასალა მოიჭრა არაკანონიერი გზით. გარდა ამისა, LiDAR-ის სკანერი როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში ყველაზე აქტიურად ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგისთვის გამოიყენება.
მშენებლობა
სამშენებლო სფეროში დრონების გამოყენება დიდად აჩქარებს პროცესს და კომპანიას რესურსების მნიშვნელოვან დაზოგვაში ეხმარება.
Phantom 4 RTK დრონის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა სივრცის 1-2-სანტიმეტრიანი სიზუსტის 3D ფოტოგრამეტრიული რუკის შექმნა. DJI Terra-სა და ამ დრონის საშუალებით შესაძლებელია მიმდინარე ან დასრულებული მშენებლობის სიტუაციის შეფასება, ტოპოგრაფიული რუკის შედგენა ან თუნდაც ამოთხრილი მიწის რაოდენობის კუბურ მეტრებში დათვლა. ეს მეთოდი ასევე აქტიურად გამოიყენება გზების მშენებლობის სფეროშიც.
საზოგადოებრივი უსაფრთხოება
დრონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამძებრო-სამაშველო და ხანძართან ბრძოლის ოპერაციებში, რადგან მსგავსი საფრენი აპარატებისთვის რთულად მისადგომ ადგილებში მოხვედრა, ზღვისა და სახმელეთო ფართო მონაკვეთის დეტალური სურათის შექმნა სირთულეს არ წარმოადგენს. DJI-ს ტექნოლოგია გთავაზობთ ნახევრად ავტომატიზირებულ სისტემას, რათა სწრაფად დაზვეროთ ტერიტორია და აღმოაჩინოთ დაკარგული ადამიანები მაშველთა სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.
ამასთან ერთად, დრონების თერმული გამოსახულების საშუალებით შესაძლებელი ხდება სახიფათო ნაერთების ადგილმდებარეობის დადგენა, ფართო არეალზე გავრცელებული ტყის ხანძრის შესახებ ვრცელი დეტალების მიღება და ცეცხლის კერების აღმოჩენა, რაც ხანძრის ლოკალიზების დაგეგმარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მაგალითისთვის, ადაპტირებადი M210 V2 პლატფორმა Zenmuse XT2 თერმულ კამერასთან და Zenmuse Z30-თან კომბინაციით ოპერაციის მიმდინარეობის კონტროლისა და სავარაუდო საფრთხეების ნებისმიერ სიტუაციაში შეფასების საშუალებას იძლევა.
ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეო, რომელიც ბათუმში, მახინჯაურის სანაპიროზეა გადაღებული, მაშველების მიერ შტორმის დროს ზღვაში შესული ადამიანის დრონის მეშვეობით გადარჩენის კადრებს ასახავს:
ენერგეტიკა
ქარის ტურბინებისა და ელექტრო გადამცემი ხაზების რეგულარული ინსპექტირება დღეს ენერგეტიკის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც დიდ ხარჯებთან და რესურსებთან არის დაკავშირებული.
ქარის ტურბინების უპილოტო საფრენი აპარატით ინსპექტირება ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია. დრონებს ტურბინების სიახლოვეს უსაფრთხო ფრენა შეუძლიათ, რაც ავტომატურად გამორიცხავს ადამიანური რესურსის საფრთხის ქვეშ დაყენებას. ისეთი მოწინავე სენსორებისა და დაბრკოლებების თავიდან არიდების ტექნოლოგიების წყალობით, როგორებსაც Matrice 200 სერიის დრონები იყენებენ, ენერგეტიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ინსპექტირება ძლიერი ქარის პირობებშიც კი უსაფრთხოა. ამასთან, RTK მოდული მაღალი მაგნიტური ველის მქონე ტურბინის კონსტრუქციასთან მიახლოებასაც სრულიად უსაფრთხოდ უზრუნველყოფს.
გაზისა და ნავთობის მსხვილ ობიექტებზე სპეციალურად DJI MATRICE სერიის დრონებისთვის შექმნილი გაზის გაჟონვის უახლესი დეტექტორისა და პროჟექტორის გამოყენება მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. თუმცა, რომელი სისტემაც უნდა გამოვიყენოთ, ისინი სწრაფად მოახდენენ სტრუქტურული სისუსტის იდენტიფიცირებას, ცხელი წერტილების დასკანერებას, გაზის გაჟონვის აღმოჩენას და ბევრ სხვას, რაც მომუშავე გუნდს მისცემს საშუალებას, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები და მალევე დაიწყოს პრობლემების აღმოფხვრა.
ინფრასტრუქტურა
გზების რეგულარული მონიტორინგისა და დაზიანებული მონაკვეთების შესახებ ინფორმაციის სწრაფი მოპოვებისთვის DJI-ს საფრენი აპარატები ფოტოგრამეტრიულ შესაძლებლობებს იყენებს. დღეს დრონებს უკვე აქტიურად მოიხმარენ გზების მშენებლობის დაგეგმისა და მონიტორინგისთვის ისევე, როგორც საცობების შეფასებისთვის. ამასთან, დიდი შენობებისა და ხიდების დაზიანებების ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მონიტორინგი გაცილებით ეფექტიანი და უსაფრთხოა.
დრონები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რესურსების მომპოვებელ საქმიანობაშიც. ავტომატიზირებული კალკულაცია და ფერდობის გრადაცია მუშაობის შედეგებსა და კარიერებში საწვავის მოხმარების ხარჯებზე შეუფასებელ ინფორმაციას გვაწვდის. DJI-ს M600 Pro პლატფორმითა და LiDAR-ის სენსორით შესაძლებელი ხდება მაღაროების ავტონომიური ინსპექტირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სამუშაო პროცესის უსაფრთხოებას.
ამასთან ერთად, DJI-ს უპილოტო საფრენი აპარატები მნიშვნელოვნად ამარტივებენ გეოდეზიური გამოსახულების შექმნას, რისთვისაც აქამდე ვერტმფრენებსაც კი იყენებდნენ.
პანდემია
კორონავირუსთან (COVID-19) საბრძოლველად რამდენიმე ქვეყანამ წარმატებით გამოიყენა დრონები, მათ შორის DJI მოდელები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ტექნოლოგიების დისტანციურად გამოყენების უპირატესობებს.
მაგალითისთვის, ხმამაღალი სპიკერების მქონე DJI Mavic 2 Enterprise იზოლაციის კონტროლისა და ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება, როგორიცაა ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაციები.
თერმული კამერის საშუალებით კი მოწმდება ადამიანების ტემპერატურა. დრონები ასევე გამოიყენება კარანტინში მყოფთათვის მედიკამენტების მისაწოდებლად.
DJI Agras სერიის დრონებს იყენებენ საჰაერო დეზინფექციისთვის, ვინაიდან მათ, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, საქმის შესრულება 50-ჯერ უფრო სწრაფად შეუძლიათ, რაც, თავის მხრივ, ასევე უზრუნველყოფს მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებას.
ახალი სტანდარტი ინდუსტრიული უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში
DJI-ს ახალი თაობის დრონს, Matrice 300 RTK-ის ერთი დამუხტვით 55 წუთის განმავლობაში 8 კმ-იან დისტანციაზე 23 მ/წმ-ში სიჩქარით ფრენა შეუძლია. უპილოტო საფრენი აპარატის მაქსიმალური ფრენის სიმაღლე კი 7 ათას მეტრს, ხოლო ქარისადმი მისი მაქსიმალური გამძლეობა 15 მ/წმ-ს აღწევს.
ახალი H20 სერიის კამერები აღჭურვილია მძლავრი ზუმის მქონე 20 მეგაპიქსელიანი, ფართოკუთხიანი 12 მეგაპიქსელიანი და 640x512-ზე რადიომეტრული თერმული კამერით. ამასთან ერთად, მას ასევე 1200-მეტრიანი მანძილის ამზომიც აქვს. რაც შეეხება H20T-ს, მას ერთი დამატებითი ფუნქცია, 640x512-ზე რადიომეტრიული თერმული კამერის მხარდაჭერა აქვს. ეს ყველაფერი დრონის გარშემო არსებული გარემოს მაქსიმალურად ზუსტ შეფასებას უზრუნველყოფს.
დრონი ექვსივე მხრიდან აღჭურვილია ვიზუალური და TOF სენსორებით, რომლებიც მის უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფენ. მას ასევე აქვს შეჯახების საწინააღმდეო მაშუქები და ზედა/ქვედა საავიაციო მაშუქები.
უახლესი საფრენი აპარატის კიდევ ერთი უპირატესობა ავტომატური მისიის შექმნის სიმარტივეს უკავშირდება. დრონისთვის ავტომატური მისიის შესაქმნელად მხოლოდ ერთი ფრენაც საკმარისია, რაც საფრენ აპარატს ნამდვილ გონიერ მოწყობილობად აქცევს, რომელსაც ზუსტად ახსოვს ფრენის მარშრუტი და თითოეული წერტილი, საიდანაც ფოტო თუ ვიდეო მასალა უნდა გადაიღონ.
Matrice 300 RTK-ში გაერთიანებული უსაფრთხოებისა და დაცვის მექანიზმები, მისი გამძლეობა და სენსორების რეჟიმების მრავალფეროვნება აღნიშნულ აპარატს უნივერსალურ იარაღად აქცევს სამაშველო, ენერგეტიკის და სხვა მსგავსი დარგების ამოცანების შესასრულებლად.
DJI-ის ერთადერთი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში Copter Tech-ია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე უპილოტო საფრენი აპარატების მაღალი ხარისხის, ავთენტური პროდუქციის და მომსახურების დანერგვის საქმით არის დაკავებული.
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
კომენტარები