Friends-ის თანაავტორი მართა კაუფმანი: ჩემს შოუებში რასობრივი მრავალფეროვნება არ წამიხალისებია
საკულტო შოუს Friends-ის ერთ-ერთი შემქმნელი მართა კაუფმანი ამბობს, რომ რასობრივი თანასწორობისა და მრავალფეროვნების საჩვენებლად თავის სერიალებში "საკმარისი არ გაუკეთებია".
კაუფმანი მეგობრების გარდა, Grace and Frankie-ის თანაავტორიცაა. როცა ონლაინ დისკუსიისას მას ჰკითხეს, იყო თუ არა რამე ისეთი, რის ცოდნასაც კარიერის დასაწყისში ისურვებდა, კაუფმანმა უპასუხა:
"ვისურვებდი მცოდნოდა ის ყველაფერი, რაც ახლა ვიცი. ამ შემთხვევაში ძალიან განსხვავებულ გადაწყვეტილებებს მივიღებდი. ჩვენს კომპანიაში მრავალფეროვნება მუდამ წახალისებული იყო, მაგრამ ჩემს შოუებში საკმარისი არ გამიკეთებია. ახლა რას გავაკეთებდი განსხვავებულად? ამაზე ბევრს ვფიქრობ".
მიუხედავად მეგობრების საყოველთაო წარმატებისა, ბოლო წლებში სერიალს მრავალფეროვნების ნაკლებობის გამო აკრიტიკებენ, მათ შორის მთავარი გმირების შემსრულებელი მსახიობებიც.
2020 წლის დასაწყისში როს გელერის როლის შემსრულებელმა, დევიდ შვიმერმა თქვა, რომ შოუში მუდამ ცდილობდა რასობრივი მრავალფეროვნების შეტანას და დასძინა, რომ თავად ითხოვდა, რომ თუნდაც იმ გოგოების როლები შეესრულებინათ სხვა რასის წარმომადგენლებს, რომლებსაც მისი პერსონაჟი ხვდებოდა:
"შოუში ჩემი ერთ-ერთი პირველი შეყვარებული აზიელი ამერიკელი ქალი იყო, მოგვიანებით კი როსი აფრო-ამერიკელ ქალს ხვდებოდა. ამ ნაწილში ჩემი ჩართულობა მაღალი იყო".
როცა ცოტა ხნის წინ ფიბის როლის შემსრულებელ ლიზა კუდროუს ჰკითხეს, როგორი იქნებოდა მის წარმოდგენაში მეგობრების თანამედროვე რიბუთი, მსახიობმა უპასუხა:
"პირველ რიგში, ყველასთვის საყვარელი ექვსეული თეთრკანიანი ნამდვილად არ იქნებოდა". კუდროუმ დასძინა, რომ შოუში რასობრივი მრავალფეროვნების ნაკლებობა იმ ეპოქასთან იყო დაკავშირებული, როცა ის გადაიღეს.
მეგობრების 10 სეზონი 1994-2004 წლებში გადიოდა ამერიკულ ტელეარხ NBC-ზე და ის ტელევიზიის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ სიტკომად ითვლება.
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
კომენტარები