ჭუჭყიანი სავარძლები და ქიმწმენდის სიხშირე თბილისის მიკროავტობუსებში
მგზავრთა ნაწილი უკმაყოფილოა თბილისში მოძრავი მიკროავტობუსებში არსებული სიბინძურით. მათი პრეტენზია, ძირითადად, ჭუჭყიან სავარძლებს ეხება. ისინი On.ge-სთან საუბარში ამბობენ, რომ თუ მიკროავტობუსში ადგილი თავისუფალია, ფეხზე დგომას თუნდაც ბინძურ სავარძელზე ჯდომას ამჯობინებენ, რადგან პიკის საათებში, ხშირად, მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არ არის.
სტუდენტი გიორგი ფანცუალია ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიკროავტობუსებში არსებული სისუფთავით კმაყოფილი არ არის: "სავარძლების სისუფთავე მისახედია, თან სასწრაფოდ. ბევრი ხალხი რომ ამოდის, ისიც მაწუხებს, რამდენი დასაჯდომიცაა, იმდენი ხალხი უნდა ავიდეს მიკროავტობუსში".
თამუნა ცინცაძე, მგზავრი: "სისუფთავის მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. თუმცა, ადგილი თუ არის ვჯდები და მეტი არაფერი მაწუხებს".
ანი პოპიაშვილი, მგზავრი: "უმეტეს შემთხვევაში სუფთაა, თუმცა ხანდახან, სავარძელზე ნაჭერი გახეულია, ან კევია დაკრული და ვერ ვჯდები ხოლმე. ჩემი აზრით, 3 თვეში ერთხელ მაინც უნდა იწმინდებოდეს სკამები".
ნინო ბილიხოძე, მგზავრი: "ისეთი დისკომფორტი არ მიგრძვნია, რომ ვერ დავჯდე. ჩემი აზრით, იმის კულტურაც არის, რომ მოქალაქეებმა არ დააბინძურონ. ვფიქრობ, დღის ბოლოს, ყოველთვის და აუცილებლად უნდა იწმინდებოდეს სავარძლები".
ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე მიკროავტობუსის მძღოლს. მათ მიკროავტობუსებში ქიმწმენდისა და დასუფთავების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია მოგვაწოდეს. 75 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის თქმით, სავარძლებს ქიმწმენდას წელიწადში ორჯერ უტარებენ, ერთი პროცედურა კი 50 ლარი ღირს, რომელსაც თავად იხდიან და არა - თბილისის მიკროავტობუსის კომპანია.
განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა 147 ნომერი მიკროავტობუსის ერთ-ერთმა მძღოლმა:
"ყოველ წელს ტარდება ქიმწმენდა, შეიძლება წელიწადში ორჯერაც ჩატარდეს, მაგრამ არამგონია. როგორც მახსოვს, 60 ლარი ჯდება. მძღოლების კისერზეა სულ ყველაფერი, ჩვენ ვიხდით ამის ფასს. მაგალითად, შარშან, ზაფხული რომ იწყებოდა, ყველას დაავალდებულეს მანქანების გაწმენდა და ჩვენთან ფარეხში გაწმინდეს, ვინც გაწმენდდა მიკროავტობუსს, მხოლოდ ის გამოვიდოდა სამუშაოდ ხაზზე".
აღნიშნული მძღოლის თქმით, ამის შემდეგ მათ სავარძლები არ გაუწმენდიათ: "სამი მზიანი დღე უნდა, რომ გაშრეს, თორემ მგზავრი ვერ დაჯდება. როგორც კი სიცხეები დაიწყება, ალბათ, ისევ დაავალდებულებენ გაწმენდას.
131 ნომერ სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლის თქმით კი, ქიმწმენდას წელიწადში ერთხელ ატარებენ და ის 300 ლარამდე ჯდება.
როგორც კომპანია თბილისის მიკროავტობუსში On.ge-ს უთხრეს, მიკროავტობუსებს ქიმწმენდა წელიწადში ორჯერ უტარდებათ, ხოლო სალონი ყოველ საღამოს იწმინდება ავტოფარეხში შესვლის შემდეგ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
დისკუსია: გაკმაყოფილებთ თუ არა თბილისის მიკროავტობუსებში არსებული ჰიგიენური მდგომარეობა?