2018 წელს ჩამოვარდნილი Super Puma-ს ვერტმფრენი დღემდე ავარიის ადგილზეა — TV პირველი
Super Puma-ს ვერტმფრენი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე იყო და 2018 წელს ავარიულად ჩამოვარდა, დღემდე კახეთში, ართანას მთებშია. ამის შესახებ რეპორტაჟი TV პირველმა მოამზადა. მათი ინფორმაციით, ვერტმფრენი რთულად მისადგომ ადგილზეა ჩამოვარდნილი და უკვე ორი წელია უპატრონოდაა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ანდარაზართან ავარიულად დაეშვა, 2018 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. თუმცა უწყებას განცხადებაში არ აქვს მითითებული, რომ საუბარია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეძენილ Super Puma-ზე, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების საგანი არაერთხელ გახდა. ითქვა მხოლოდ ბორტის ნომერი — GBP– 10020.
მაშინ შსს-მ თქვა, რომ ვერტმფრენი ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში "გეგმიური როტაციის მიზნით" მიფრინავდა და ავარიული დაშვების შედეგად, შსს-ს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. ყველა მათგანი ვერტმფრენში იმყოფებოდა.
უწყების განცხადებაში არ ყოფილა მითითება, რომ ვერტმფრენი ვერ ამოიყვანეს, შესაბამისად, შსს-ს არც იმაზე უსაუბრია, რა გახდა Super Puma-ს მთებში დატოვების მიზეზი. უცნობია ისიც, მაშინ დაწყებული გამოძიება დასრულდა თუ არა და დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.
ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები TV პირველმა ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, კახა კალაძესა და პრემიერმინისტრ გახარიას დაუსვა, რომელიც 2018 წელს შს მინისტრი იყო და ვერტმფრენზე პასუხისმგებლობაც მის უწყებას ეკისრებოდა. გახარიამ კითხვას არ უპასუხა, კალაძემ კი თქვა, რომ "ეს რაღაც სიახლეა":
"არ ვიცი, მე არ მაქვს ინფორმაცია და პირველად მესმის, რასაც საუბრობთ".
On.ge-მ შსს-ს მიერ გავრცელებული ბორტის ნომერი ინტერნეტ რესურსებში მოძებნა და შესაბამისი ინფორმაცია იპოვა საიტზე Aviation Safety Network, რომელიც, როგორც მითითებულია, ავიაკატასტროფებისა და უსაფრთხოების შესახებ ცნობებს ოფიციალური წყაროებიდან, მთავრობებიდან აგროვებს. 2018 წლის 12 ივლისს ვერტმფრენის ავარიული დაშვების შესახებ ინფორმაცია მათთანაც იძებნება, ამასთან, მითითებულია, რომ დაზიანებულია Aerospatiale AS 332L1 Super Puma, რეგისტრაციის ნომერი კი შსს-ს მიერ გავრცელებულ ბორტის ნომერს ემთხვევა — GBP 10020.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ TV პირველის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერტმფრენი მთებიდან არ ამოიყვანა, ამის საშუალებას არც კერძო კომპანიას აძლევს. ავიაკომპანია აირზენას წარმომადგენელი TV პირველთან ამბობს, რომ მზად იყვნენ ეს ვერტმფრენი კატასტროფის ადგილიდან საკუთარი ხარჯით ამოეყვანათ და შეეკეთებინათ, თუმცა ხელისუფლებისგან თანხმობა ვერ მიიღეს:
"ჩვენ არ გვაქვს საშუალება 25-მილიონიანი საჰაერო ხომალდი ვიყიდოთ, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ 150 ათასი თუ დაგვიჯდა ჩამოტანა და რემონტი მაქსიმუმ 1 მილიონი, რატომაც არა? ძალიან ძვირადღირებული ვერტმფრენია. მისი საბაზრო ფასი 25 მილიონი დოლარის ფარგლებშია. გავიფიქრეთ, თუ მაინც ლპება და არავის სჭირდება, ავიღებდით და გამოვიყენებდით შიდა გადაფრენებისათვის".
ზუსტად 5 წლის წინ, 2015 წლის 13 ივნისს, ვერეს ხეობაში წყალდიდობის დროს, Super Puma-ს ვერტმფრენები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ისინი სამაშველო ოპერაციაში არ გამოიყენეს, რასაც მოქალაქეების ნაწილსა და ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა.
Super Puma-ს მსგავსი სამი ვერტმფრენი 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ იყიდა. სტუდია მონიტორის გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლიდან ისინი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ავიაკომპანია ავიასერვისს გადაეცა. 13 ივნისისის სტიქიის ღამეს, სამაშველო სამუშაოებისთვის ვერტმფრენები ვერ გამოიყენეს.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები