შშმ პირები და ორგანიზაციები მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ
შშმ პირები და ორგანიზაციები მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები მიმართავენ მთავრობას, შექმნას შშმ პირთა მხარდაჭერის მყარი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური მექანიზმები და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესრულება ჯერ კიდევ 6 წლის წინ გახდა სავალდებულო, თუმცა სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით კვლავ არაეფექტიანი და არასისტემურია.
"წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც წლიდან წლამდე ანალოგიური შინაარსის აქტივობებს ითვალისწინებს და ვერ სრულდება, ნათლად გამოკვეთს საქართველოს მთავრობისთვის შშმ პირთა უფლებების დაცვის არაპრიორიტეტულობას. ადგილობრივ დონეზე აღებული ვალდებულებების შინაარსი დღემდე არ ასახავს სახელმწიფოს რეალურ მზაობას, გაატაროს რეფორმები და შეცვალოს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში", — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, ქმედუნარიანობის რეფორმაც კი, რომელიც კონვენციის რატიფიცირების შემდგომ საქართველოში ერთადერთ მასშტაბურ რეფორმას წარმოადგენს, არ არის იმპლემენტირებული და ამ დრომდე, უმეტესწილად, მხოლოდ ფურცელზე არსებობს.
მათივე თქმით, შშმ პირთა საჭიროებების არაპრიორიტეტულობა ნათლად გამოჩნდა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დროს მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაშიც. როგორც ისინი განმარტავენ, გეგმამ მხოლოდ ცალკეული ჯგუფები მოიცვა და ხედვის არეალის გარეთ დატოვა მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები, ასევე ის ბავშვები, რომელთათვისაც არ ხდება შშმ პირის სტატუსის მინიჭება.
ამასთან ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე შშმ პირთა უფლებების შესახებ. როგორც ისინი განმარტავენ, რამდენიმე პოზიტიური სიახლის გარდა, იგი ვერ ცვლის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და, ცალკეულ შემთხვევებში, კონვენციაზე დაბალ სტანდარტსაც აწესებს, მათ შორის, სოციალურ უფლებებთან მიმართებით.
ორგანიზაციები და აქტივისტები მიმართავენ მთავრობას, რომ:
- შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობით, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და გადადგას ნაბიჯები შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტის ეფექტიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბების მიზნით;
- შშმ პირთა ეფექტიანი ჩართულობით, უმოკლეს ვადაში, ჩამოაყალიბოს და აამოქმედოს კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური ჩარჩო;
- შშმ პირების საჭიროებებზე დაყრდნობით განავითაროს სათემო სერვისები და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
- მოახდინოს ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირების უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, შეიმუშავოს და განახორციელოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და უზრუნველყოს ქმედუნარიანობის რეფორმის ეფექტიანი იმპლემენტაცია;
- უმოკლეს დროში უზრუნველყოს სოციალური მოდელის შემოღება და ეფექტიანი დანერგვა, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს შშმ პირთა მიმართ ამჟამად არსებულ სამედიცინო მიდგომებს;
- უმოკლეს დროში მოახდინოს კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება, ასევე, მიიღოს ზომები კონვენციის იმპლემენტაციისათვის სხვა ინსტრუმენტების მათ შორის, მარაქეშის შეთანხმების, რატიფიცირების მიზნით;
- ახალი კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხეების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ყველა შშმ პირის ეფექტიანი მხარდაჭერა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.
ხელმომწერები:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
- პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO);
- მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
- პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის — პსკ;
- საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია;
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია;
- საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია — ნდობა;
- საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია;
- კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის;
- საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება;
- ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის;
- მოძრაობა ინკლუზიური საზოგადოება — საქართველო;
- ააიპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი;
- შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი — საქართველო;
- სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ქსელი;
- ფონდი აურეს;
შშმ პირთა უფლებების აქტივისტები
- კობა ნადირაძე;
- მარიკო კობახიძე;
- გიორგი გოგატიშვილი;
- ქეთევან ბახუტაშვილი;
- გიორგი კისკეიძე;
- ნათია გოგოლაშვილი.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები