პანდემიისას შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინებისთვის მიღებული ზომები არასაკმარისია — ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, პანდემიის და კრიზისის პირობებში, შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინების მიზნით მიღებული ზომები არასაკმარისია. ამ თემაზე მან სპეციალური განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სახელმწიფოს დახმარების მიღმა დარჩენილ შშმ პირთა საჭიროებებზე.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გამოწვევად გამოიკვეთა ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში შშმ და სსსმ მოსწავლეების ჯეროვანი ჩართვა.
"გარდა მძიმე სოციალური ფონისა და საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემებისა, შშმ მოსწავლეთა შემთხვევაში გამოწვევას წარმოადგენს დისტანციური საგანმანათლებლო პროცესის მისაწვდომი ფორმატებით წარმართვა და ამ მიზნით შესაბამისი ადამიანური რესურსების დროული და ეფექტური მობილიზება. პრობლემები განათლების მისაწვდომობის კუთხით განსაკუთრებით მწვავედ დგას ქცევის სირთულისა და სენსორული შეზღუდვის მქონე ბავშვების შემთხვევაში", — აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შეზღუდვების ფონზე შშმ პირებს დამატებით პრობლემებს უქმნის ქვეყანაში ფიზიკური გარემოს, სერვისებისა და ინფორმაციის მისაწვდომობის კუთხით არსებული ხარვეზები, მძიმე სოციალური ფონი, შეჩერებული მიზნობრივი სარეაბილიტაციო პროგრამები და ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის კუთხით არსებული ბარიერები.
განცხადებაში წერია, რომ პანდემიის პირობებში მოდიფიცირებული სარეაბილიტაციო სერვისების დისტანციურად მიწოდება ზოგიერთ შემთხვევაში არაეფექტურია და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს გარკვეული კატეგორიის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა ინტერესების დაცვას. ამ მიზეზით, ბენეფიციართა ნაწილი თვეების განმავლობაში აუცილებელი მომსახურების მიღმაა დარჩენილი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს პანდემიის პირობებში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით:
- შშმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდეს პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების კომპლექსური ხედვა და სტრატეგიული დოკუმენტი;
- მუდმივ რეჟიმში გაგრძელდეს შშმ პირების ინფორმირება მათთვის მისაწვდომი ფორმით;
- მუნიციპალურ დონეზე არსებულ პროგრამებში და აქტივობებში მოხდეს შშმ პირთა მიზნობრივ ჯგუფად გათვალისწინება;
- უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა მიზნობრივი რეაბილიტაციის სერვისების იმგვარი ადაპტირება, რაც უზრუნველყოფს როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის უწყვეტობას ბენეფიციარისთვის მისაღები და აუცილებელი ფორმით (დისტანციურად ან პირისპირ), ისე ვირუსის ეფექტურ პრევენციას;
- უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა 24 საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში დაცული პრევენციული ღონისძიებების მუდმივი და ეფექტური კონტროლი;
- ეფექტური ზედამხედველობა გაეწიოს COVID-19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლების შესრულების პროცესს როგორც სტაციონარულ, ისე სტაციონარს გარე მომსახურებებში;
- მიიღოს აუცილებელი ზომები შშმ და სსსმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილი ჩართვის მიზნით შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებისა და ტელესკოლის გაკვეთილების იმ ყრუ და სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც არ იციან ჟესტური ენა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები