საჯარო და კერძო დაწესებულებები, ლიფტები, მაღაზიები — ცნობილია, სად იქნება პირბადე აუცილებელი
საქართველოს მთავრობამ უკვე დაადგინა იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც პირბადის ტარება აუცილებელია და წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქე დაჯარიმდება. ჩამონათვალის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა:
- საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტად არსებობს შეხება მოქალაქეებთან და ადამიანების ყველაზე მეტი რაოდენობა იყრის თავს;
- საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია ორი მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა. მაგალითად, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, თუ დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება;
- შეხვედრებზე, თავშეყრისას, გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას, მოხსენების გაკეთებისას, პრეზენტაციის გაკეთებისას თუ ამ ადამიანს შეუძლია ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა;
- საერთო სარგებლობის ლიფტებში;
- სავაჭრო ობიექტებში;
- სილამაზის სალონებში და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში;
- ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ დაა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- საზოგადოებრივ ტრანსპორტში — მეტრო, მიკროავტობუსი, ავტობუსი, ტაქსი.
გარდა ამისა, იქნება გამონაკლისი, ვინც არ დაჯარიმდება იმის გამო, რომ ამ შენობებში პირბადე არ უკეთია. ეს გამონაკლისებია:
- 6 წლამდე ასაკის ბავშვები;
- ადამიანები, რომლებსაც, მაგალითად, აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, აგრეთვე, შშმ პირები და სხვები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ პირბადის ტარება;
- სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალი, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურებისას.
ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, რომ დასაშვები იქნება როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პირბადის გამოყენება.
მან განმარტა, რომ მთავრობამ უკვე მიიღო დადგენილება, რომელშიც ეს წესებია განსაზღვრული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული ჯარიმები ამოქმედდება.
დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი — 500 ლარით.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
კომენტარები