დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი იმატებს. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"დინამიკა შეიმჩნევა, რომ შედარებით იმატებს ე.წ. მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში და ეს ახალი დადასტურებული შემთხვევებიც შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკურად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 879 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 14. კარანტინის რეჟიმში 2 710 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 267.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: