შეიძლება, სამოქალაქო აქტივისტების გაფრთხილებად აღიქმებოდეს — NGO-ები სუს-ში მიქელაძის დაბარაზე
არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ EMC-ის იურისტის, თამთა მიქელაძის გამოკითხვაზე დაბარების საკითხს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე დაბარება, შეიძლება როგორც სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მინიშნება და გაფრთხილება, ისე აღიქმებოდეს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
მათი განმარტებით, სუს-ის მიერ მიქელაძის დაბარება განსაკუთრებით პრობლემურია, იმ პირობებში, როცა "სახელმწიფოში სამართლის უზენაესობა და ძალოვანი სტრუქტურების ჭარბი ძალაუფლება საპარლამენტო თუ სასამართლო კონტროლის მიღმა ისედაც დიდი გამოწვევაა და ხშირად სამოქალაქო საზოგადოება კონტროლისა თუ გაწონასწორების ერთადერთ ცენტრს წარმოადგენს".
მათივე თქმით, აღნიშნული პრაქტიკა სახიფათოა იმის გამოც, რომ, დიდი ალბათობით, სუს-ი გაუთქმელობის ხელწერილის გაფორმებას მოითხოვს.
"რაც შეუძლებელს გახდის არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ამ კონტექსტში გამოძიებაზე დაბარების ფაქტის მართებულობაზე ეფექტიან მსჯელობას, არამედ, თამთა მიქელაძე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივისტი, მოკლებული იქნება შესაძლებლობას, საზოგადოებას თავისუფლად, შეუზღუდავი სახით მიაწოდოს ხელისუფლების ალტერნატიული ინფორმაცია.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს, შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ არა პრობლემის წყაროს არამედ პრობლემის მამხილებელ აქტორებს, რომლებიც გონიერმა ხელისუფლებამ უნდა განიხილოს საკუთარ მოკავშირედ პრობლემის ძირეული აღმოფხვრის საქმეში", — აცხადებენ არასამთავრობოები.
განცხადებას ხელს აწერენ: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI); საქართველოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GDI); ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და უფლებები საქართველო.
დღეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთ-ერთი დირექტორი, თამთა მიქელაძე 30 მაისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხი პირის სტატუსით სუს-მა დაიბარა. სუს-ის ზოგადი განმარტებით, გამოძიება შეეხება რასობრივ დისკრიმინაციას, რადგან გარკვეული პირები ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები