ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი დაუდგინდა. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ "შეშფოთების საფუძველი არ არსებობს". მათივე თქმით, ნაზარბაევი თვითიზოლაციაში იმყოფება და დისტანციურად მუშაობს.

როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრს დაუდგინდა. ვირუსი აქვს პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესაც.

ჯონ ჰოპკინსის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ყაზახეთში დარეგისტრირებულია კორონავირუსის 15 877 შემთხვევაა გამოვლენილი.

ნაზარბაევი პრეზიდენტის პოსტზე თითქმის 30 წლის განმავლობაში იყო. 2019 წლის მაისში ის გადადგა, თუმცა საკონსტიტუციო საბჭოს წევრად და "ერის ლიდერად" დარჩა. ის უსაფრთხოების საბჭოსა და მმართველ პარტიას ხელმძღვანელობს.