გიორგი გახარია

18 Jun. 2020, 13:45

20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება — ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით. ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის პირადად, ჩემთვის პირადად. აი, ასე, ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი.

რა არის ჩემთვის მთავარი? ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვლეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს.

ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კითხვას 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ. სწორედ გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ, როცა აქცია სპეცრაზმმა დაშალა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"

მოკლედ: შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილებს მოუწოდებს, არ დაუშვან საავტომობილო…