კავკასუს ონლაინისთვის ავტორიზაციის შეჩერება მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტის გარეშე დატოვებს — აფბა
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა, კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს შეცვალოს დაგეგმილი სანქციის ფორმა და არ შეუჩეროს ავტორიზაცია კავკასუს ონლაინს. "თუ კომისია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეეებისა და ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსუბიექტების დიდი ნაწილი ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩება" — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია კავკასუს ონლაინის ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. მან პირველ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება "კავკასუს ონლაინისა" და მისი შვილობილი კომპანიის – "რკინიგზის ტელეკომისთვის" სანქციების დაწესების თაობაზე.
დაწესებული ფულადი სანქციები "კავკასუს ონლაინისთვის" 30 000, 90 000 და 270 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო "რკინიგზის ტელეკომის" შემთხვევაში ამ თანხამ 30 000 და 63 930.93 ლარი შეადგინა. ამის შემდეგ, 28 მაისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გარიგების გაუქმებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ახალი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და მომდევნო ზეპირი მოსმენა 25 ივნისს ჩანიშნა.
კომპანიების წინააღმდეგ სანქციის ფორმად კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავტორიზაციის უფლების შეჩერებას განიხილავს.
ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კომპანიისთვის ავტორიზაციის უფლების შეჩერებით, ის ავტომატურად შეაჩერებს კომპანიის ბიზნეს საქმიანობას საქართველოში. ამგვარად, კომპანია ვეღარ შეძლებს კლიენტებისათვის საბითუმო და საცალო სატელეკომუნიკაციო მომსახურების მოწოდებას, რაც საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააყენებს ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას.
აფბას განცხადებით, ავტორიზაციის შეჩერების შედეგად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება საქართველოს ტელეკომუნიკაციების მთლიან ბაზარზე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად დააზარალებს საბითუმო და საცალო ინტერნეტკავშირის ხარისხს. ასოციაციის განმარტებით, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ყველაზე რთულ მდგომარეობაში მომხმარებლები და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლები აღმოჩნდებიან.
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არანაირი სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნია, რომელიც "კავკასუს ონლაინისთვის" და "რკინიგზის ტელეკომისათვის" ავტორიზაციის უფლების შეჩერების შემთხვევაში მომხმარებლებს შესაძლო ზარალისგან დააზღვევს და მსგავსი ხარისხის ალტერნატიულ სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.
აფბა-ში აღნიშნავენ, რომ ამ დროისათვის არ არსებობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „არსებით საფრთხესთან“ გამოქვეყნებული დასკვნის დამადასტურებელი ფაქტები და კომისია თავად ადასტურებს, რომ არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა შესრულებული გარიგების კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის დასამტკიცებლად.
"კომისიის გადაწყვეტილება ცალსახად ეყრდნობა გამოუძიებელ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ეწინააღმდება საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მითითებულ შესაბამის დებულებას", — აცხადებენ ასოციაციაში.
აფბა-ს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ "კავკასუს ონლაინს" შეუჩერდება ავტორიზაცია, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს კონკურენტულ გარემოს, ვინაიდან ბაზარზე მხოლოდ ორი მოთამაშე დარჩება, რაც ინტერნეტის ხარისხის და მომსახურების ფასების გაუარესების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ასოციაციაში კომისიის შესაძლო გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებენ, რადგან, მათივე თქმით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქამდე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული გარიგების გაუქმება კომისიისგან წინასწარი ნებართვის მიღების ვალდებულების დარღვევის გამო არ მოუთხოვია.
ასოციაციაში იხსენებენ ფაქტს, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, VEON Georgia-ს ბენეფიციარული მფლობელობა შეიცვალა. ამ შემთხვევაში ცვლილება კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წინასწარი ნებართვის გარეშე მოხდა, ხოლო კომისიამ განცხადების პოსტ-ფაქტუმ შეტანა მოითხოვა და არ დაუყენებია შემდგარი გარიგების კანონიერების საკითხი.
შესაბამისად, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დაუშვებელია კერძო კომპანიასა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას შორის მიმდინარე დავამ მოსახლეობის ზურგზე გადაიაროს და საცალო თუ საბითუმო ინტერნეტის მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი ინტერნეტის გარეშე დარჩნენ.
"ამავდროულად, გაურკვვეველია რამდენ ხანს გაგრძელდება არსებული დავა და რა პერიოდის განმავლობაში დარჩებიან აბონენტები ხარისხიანი ევროპული ინტერნეტის გარეშე" - ნათქვამია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები