საქართველოს მთავრობას დღემდე არაფერი უთქვამს ხანგოშვილის მკვლელობაზე, რაც გამაოგნებელია — კანდელაკი
ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკის თქმით, როცა გერმანიის მთავრობა მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას ასე ეხმაურება, საქართველოს მთავრობამ რამე მაინც უნდა გააკეთოს. ამ თემაზე მან კომენტარი TV პირველთან გააკეთა.
"აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გააკეთა ხანგრძლივი გამოძიების შედეგად, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არაფერი არ უთქვამს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე, არის გამაოგნებელი. როცა გერმანიის მთავრობა ასე მწვავედ რეაგირებს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე, საქართველოს მთავრობამ რაღაც ხომ მაინც უნდა გააკეთოს, არა?!" — თქვა გიორგი კანდელაკმა.
გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშიმა დღეს, 18 ივნისს თქვა, რომ გერმანიის პროკურატურის სიტყვები საქართველოს მთავრობის პრორუსულობასთან დაკავშირებით ეკუთვნოდა გარდაცვლილ ზელიმხან ხანგოშვილს და არა თვითონ პროკურატურას. როგორც ელჩი ამბობს, პროკურატურამ გამოიყენა ისეთი ფორმულირება, რომელიც ოპტიმალური არ იყო და შესაძლოა უკეთესიც ყოფილიყო.
"პროკურატურა ამ სიტყვების გამოყენებისას ცდილობდა მოკლულის ციტირებას. როცა განმარტავდა, რატომ იყო გერმანიაში და მან განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ე.წ. საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას. მაგრამ ეს იყო გარდაცვლილის სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის სიტყვები. ვწუხვარ, რომ შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ჩვენს პროკურატურას სურდა, დაეხასიათებინა საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია, ეს არ ყოფილა მათი განზრახვა", — განაცხადა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა.
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, იგივე თორნიკე ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, პროკურატურის ტექსტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა დანაშაული რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით შეასრულა. ამასთან, გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებს.
როგორც პროკურატურაში ამბობენ, რუსეთის ხელისუფლებად დაქვემდებარებულმა უწყებებმა ხანგოშვილის ლიკვიდაციის დავალება გასცეს. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ხანგოშვილი ფედერალური არმიის წინააღმდეგ ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, ხოლო 2008 წელს სამხრეთ ოსეთში რუსეთთან საომრად დაჯგუფება შეკრიბა.
ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მალევე მის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
პროკურატურის განცხადებაში მკვლელობაში ბრალდებულის გვარს არ ამბობენ და მხოლოდ ვადიმ კ.-თი მოიხსენიებენ. 2019 წლის დეკემბერში Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ვადიმ კრასიკოვი ჰქვია, ხოლო გერმანიაში ის ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით ჩავიდა.
როგორც გერმანიის საგამოძიებო უწყების ტექსტშია აღნიშნული, დავალების შესასრულებლად ვადიმ კრასიკოვი 17 აგვისტოს მოსკოვიდან ჯერ პარიზში გაემგზავრა, იქიდან კი 20 აგვისტოს ვარშავაში გადავიდა. პოლონეთიდან ის უცნობი მარშრუტით ბერლინში 22 ივნისს გაემგზავრა. შენგენის ზონაში შესვლისთვის მან ვადიმ სოკოლოვის პასპორტი გამოიყენა, რომელიც ბრიანსკში რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გაიცა.
23 აგვისტოს ბერლინის ერთ-ერთ პარკში ვადიმ კრასიკოვი ზელიმხან ხანგოშვილს ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდა, ხოლო როცა მიუახლოვდა Glock 26-ის ტიპის იარაღიდან ესროლა. როგორც პროკურატურა აღწერს, ხანგოშვილი მიწაზე დაეცა, ველოსპიდიდან ჩამოვარდა ბრალდებულიც, თუმცა მალევე მიუახლოვდა ხანგოშვილს და თავში კიდევ ორჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის ლიკვიდაციაში თანამონაწილეობას უარყოფს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას "ბოევიკს" უწოდებდა და ამბობდა, რომ მოსკოვის მეტროს აფეთქებაში იყო დამნაშავე. მისივე თქმით, რუსეთი გერმანიისგან ხანგოშვილის გადაცემას მოითხოვდა. გერმანია კი ამას უარყოფს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები