"კავკასუს ონლაინის" დირექტორმა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა კომუნიკაციების კომისიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრეს
"კავკასუს ონლაინმა", როგორც საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრმა, პალატის თავმჯდომარეს კომპანიასა და კომუნიკაციების კომისიას შორის შექმნილი პრობლემის შესახებ წერილით მიმართა.
"კავკასუს ონლაინის" გენერალურ დირექტორს რევაზ კობალაძესა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს მაიკლ ქაუგილს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
"ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ ყველა პრობლემური საკითხი ნახსენები თემის გარშემო, რათა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს მაქსიმალურად ზუსტი წარმოდგენა ჰქონოდათ კომისიაში მიმდინარე პროცესებზე. გარდა ამისა, წერილი, რომელიც საქმის ძირითად მასალას მოიცავს, გავუგზავნეთ ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში", — აცხადებს რევაზ კოპალაძე.
აქვე გთავაზობთ წერილს, რომელიც "კავკასუს ონლაინმა" ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს საქართველოში, მაიკლ ქაუგილს და აღმასრულებელ დირექტორს, ჯორჯ ველტონს გაუგზავნა:
"მოგახსენებთ, რომ შპს "კავკასუს ონლაინი“ ("კავკასუს ონლაინი", ან "კომპანია") წარმოადგენს "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებულ პირს და საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებელს საქართველოში. წინამდებარე წერილით გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ საფრთხეებსა და რისკზე, რომელთა წინაშეც დღეს დგას კომპანია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ("კომისია") 2019 წლის 17 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება (N გ-19-18/605), რომლითაც კავკასუს ონლაინი ცნო სამართალდამრღვევად ("გადაწყვეტილება"); კერძოდ, კომისიამ სამართალდარღვევად მიიჩნია უცხოურ საწარმო "ნელგადო ლიმითედში" ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ კუთვნილი 49% წილის გასხვისება კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე. გადაწყვეტილებით კომისიამ "კავკასუს ონლაინი" წერილობით გააფრთხილა და დაავალდებულა ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა ("ნასყიდობის შებრუნება").
აღსანიშნავია, რომ კომისიამ კომპანიას დააკისრა ისეთი ვალდებულება, რომლის შესრულების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი მექანიზმი კომპანიას არ აქვს, რადგან "კავკასუს ონლაინი" არ არის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე. სწორედ ამის გამო კომპანია დღემდე ვერ ასრულებს კომისიის მიერ დაკისრებულ ვალდებულებას. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კავკასუს ონლაინი კომისიამ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 000 ლარით, 2020 წლის 6 თებერვალს 90 000 ლარით, ხოლო 2020 წლის 12 მარტს 270 000 ლარით დაასანქცირა.
2020 წლის 28 მაისს კომისიამ მორიგი წარმოება დაიწყო "კავკასუს ონლაინისთვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. გადაწყვეტილების მისაღებად სხდომა ჩანიშნულია 2020 წლის 25 ივნისს. აღნიშნულ სხდომაზე კომისია განიხილავს "კავკასუს ონლაინისთვის" ავტორიზაციის შეჩერების საკითხს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
კომისიის მიერ "კავკასუს ონლაინისთვის" ავტორიზაციის შეჩერება გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს უშუალოდ კომპანიას და ნეგატიურ გავლენას იქონიებს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის მდგომარეობაზე. კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერება არა მარტო დააზარალებს საბითუმო მომსახურების ბაზარს, არამედ მობილური და ფიქსირებული ქსელის საცალო ინტერნეტ-მომხმარებლებს უსაფრთხო და ხარისხიანი ინტერნეტ კავშირის გარეშე დატოვებს. ავტორიზაციის შეჩერება, ასევე, ნეგატიურ გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტზეც, რადგან "კავკასუს ონლაინი" ავტორიზებადი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან იხდის გადასახადებს.
"კავკასუს ონლაინი" დღემდე ცდილობს, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში ოპტიმალური გამოსავალი იპოვოს, რაც ერთი მხრივ, შესაძლებლობას მისცემს კომისიას უზრუნველჰყოს საკუთარი მიზნებისა და ამოცანების შესრულება და მეორე მხრივ, აარიდებს კომპანიას გამოუსწორებელ ზიანს. კომისია ითხოვს ნასყიდობის შებრუნებას, რადგან მიაჩნია, რომ ტრანზაქცია უქმნის საფრთხეს კონკურენციას ბაზარის შესაბამის სეგმენტზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არ შეუსწავლია და არ ჩაუტარებია შესაბამისი კვლევა იმის დასადგენად, რა გავლენას ახდენს ნასყიდობის ტრანზაქცია კონკურენციის მდგომარეობაზე. სწორედ ამ მიზნით ითხოვდა კომპანია 2020 წლის 17 ოქტომბრის წარმოების ფარგლებში და ასევე, 2020 წლის 14 თებერვლის განცხადებით კომისიის მიერ ბაზრის კვლევის და ანალიზის ჩატარებას კანონის შესაბამისად. მიუხედავად ხსენებულისა, კომისიამ კომპანიის თხოვნა განუხილველად დატოვა.
მოგმართავთ თხოვნით, წერილში მითითებული საკითხები დეტალურად განვიხილოთ შეხვედრის ფორმატში, რათა, თქვენი ჩართულობით, შევძლოთ იმ ოპტიმალური გამოსავლის მოძებნა, რაც არსებულ სიტუაციაში შესაძლებლობას მისცემს კომპანიას გააგრძელოს ბიზნეს საქმიანობა და ამავე დროს მისცემს საშუალებას კომისიას განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები", – ნათქვამია წერილში.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები