ავადმყოფობა არ მოიმიზეზოთ, მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება — ნაცვლიშვილი უმრავლესობას
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობის წევრებს მიმართავს, რომ თავს გაუფრთხილდნენ და კვირას, 21 ივნისს საარჩენო სისტემის ცვლილების კენჭისყრა ავადმყოფობის გამო არ გააცდინონ, რადგან მათი ხმები მნიშვნელოვანია.
"ბატონო ანრი, რადგან თქვენ დაადასტურეთ რაოდენობა, 92 ადამიანი, მართლა იმდენად მნიშვნელოვანია ამ კანონის მიღება, თავს გაუფრთხილდით და ვიღაცამ მერე ავადმყოფობა არ მოიმიზეზოს, რომ ამიტომ ვერ მოვედი და ჩავარდა და ა.შ. თავს გაუფრთხილდით მაქსიმალურად, საფრთხეში არ ჩაიგდოთ თავი, არ გაცივდეთ, სწრაფად არ იაროთ... რომ ჯანსაღები და ჯანმრთელები მოხვიდეთ აქ და მხარი დაუჭიროთ", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შემდეგი მოწვევის პარლამენტში 30 დეპუტატს მაჟორიტარულით, ხოლო 120-ს პარტიული, პროპორციული, სიით აირჩევენ.
აღნიშნული კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭს კვირას, 21 ივნისს ჩანიშნულ სესიაზე უყრიან. იმისათვის, კონსტიტუციაში ცვილებები შევიდეს, მას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
როგორ ცნობილია, ცვლილებებს მხარს დაუჭერს უმრავლესობის 92 დეპუტატი და ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატები და პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები.
ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, ისინი მხარს არ დაუჭერენ ცვილელებს, თუ მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ.
120/30-ზე საარჩევნო სისტემაზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი 8 მარტს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ. მხარეებს შორის დიპლომატების შუამავლობით მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გაცემული პირობა არ შეასრულა და ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე არ გადავიდა.
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები