ევროპული საქართველო საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს
ევროპული საქართველო საარჩევნო სისტემის ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, პარტიის ოფისში გაკეთებული განცხადებით გახდა ცნობილი.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ამ კენჭისყრას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს 8 მარტის შეთანხმებისთვის და პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა ქართულ ოცნებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, საარჩევნო სისტემის ცვლილებები კვლავ ჩააგდოს.
"იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა, იმისთვის, რომ ქართული ოცნების მხრიდან ხვალ არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, როგორც ვიხილეთ ნოემბერში და ამით წერტილი არ დაესვას ქვეყანაში პროპორციულ და სამართლიან სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობას მივიღებთ სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს", — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ასე დარჩება მეტი დრო იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს "პოლიტიკური დევნის" ნაწილში და იმისთვის, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მისცემენ საშუალებას, კიდევ ერთხელ მოატყუოს საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.
"თუ ხვალ საკითხი ჩავარდა პირველ მოსმენაზე, ეს ნიშნავს, რომ განხილვა დამთავრდა. პირველი მოსმენით გატანის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენაზე საკითხი რომც ჩავარდეს, იმავე დღეს შეიძლება მისი ხელახლა შემოტანა. ანუ ხვალინდელი კენჭისყრა არის სრულიად გადამწყვეტი", — თქვა ბაქრაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო პასუხისმგებლიანი ოპოზიციაა და მათ შორის, პასუხისმგებლობა აქვთ იმ ახალგაზრდების წინაშეც, რომლებმაც ერთი წლის წინ, 20 მაისის მოვლენების დროს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მიაღწიეს დაპირებას პროპორციული არჩევნების შესახებ.
"პასუხისმგებლიანები ვართ გიორგი რურუას წინაშე, რომელიც უკანონო პატიმარია და რომლის გამშვების მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ სწორედ 8 მარტის შეთანხმების შესრულება და გადარჩენა", — აღნიშნა მან და დასძინა, რომ რურუას საკითხი განხილვების პროცესში კვლავ აქტუალური იქნება.
ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის 8 მარტის ბოლომდე შესრულება, მაგრამ ხელისუფლებას არ მისცემენ შეთანხმების დარღვევის საშუალებას.
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვით მომავალი არჩევნების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 30 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, ხოლო 120 პარტიული სიით შევა, დეპუტატებმა პირველი მოსმენით ხვალ უნდა განიხილონ. ხვალვე იქნება კენჭისყრაც.
ცვლილებები კონსტიტუციაში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ოპოზიცია და ხელისუფლება საბოლოოდ შეთანხმდა. თუმცა პრობლემად რჩება ის, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად შესრულებული არ არის. ოპოზიცია 20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები