პარლამენტთან 20 ივნისის აქციის წლისთავზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. ამ წუთებში პარლამენტის წინ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორებმა კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის სპეციალური ზომები მიიღეს. სოციალური დისტანცირების დასაცავად მათ სტიკერები გააკრეს, რომლებზეც აქციის მონაწილეები უნდა იდგნენ. სტიკერებზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახეა გამოსახული.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

გარდა ამისა, პარლამენტის წინ სხვადასხვა ადგილას გაკრულია საინფორმაციო ბუკლეტები, რომლითაც შეკრებილებს მოუწოდებებ, ატარონ პირბადე და სათვალე. ორგანიზატორები თავადაც არიგებენ პირბადეებს. აქვე უზრუნველყოფილია სადეზინფექციო საშუალებებიც.

აქციაზე უკვე მოვიდნენ სირცხვილიას აქტივისტები და პოლიტიკოსები. პარლამენტთანაა 20 ივნისს აქციის დაშლისას დაშავებული მაკო გომურიც.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

აქციის მონაწილეებმა მწვანე ღობეზე, რომლითაც პარლამენტი უკვე რეაბილიტაციის მიზეზით რამდენიმე თვეა შემოსაზღვრულია, წითელი ლენტები მიაკრეს.

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

აქტივისტების ნაწილმა პარლამენტის შესასვლელთან გადაინაცვლა. მათ ასფალტზე წითელი საღებავებით წარწერები გააკეთეს.

პარლამენტთან აქცია დღეს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.