დღეს მამების დღეა — ნახეთ ემოციური წერილები, რომლებსაც ქართველი მამები შვილებს სწერენ
ივნისის მესამე კვირადღეს მთელი მსოფლიო მამების დღეს აღნიშნავს. წელს ეს დღე 21 ივნისია.
ჩვენი ყურადღება მშობლის სკივრის კონკურსმა მიიქცია: კონკურსის ფარგლებში მამებს უნდა დაეწერათ მიმართვა საკუთარი შვილის/შვილების ან საზოგადოების მისამართით და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრათ.
გიზიარებთ ახალგაზრდა მამების ძალიან ემოციურ წერილებს, რომლებიც უამრავ მნიშვნელოვან აქცენტს მოიცავს. ზოგიერთი მათგანი საუბრობს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შვილები თანასწორად გვიყვარდეს, განურჩევლად სქესისა. ზოგი — დედებთან ერთად ტვირთის თანაბრად გადანაწილებაზე სვამს აქცენტს, ზოგი კი გვიყვება, როგორ უმკლავდება ემოციურად და ფიზიკურად შვილის ჯანმრთელობის პრობლემას.
მშობლის სკივრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახის წევრების მხარდასაჭერად შექმნილი ინტერაქტიული პლატფორმაა, რომელიც Facebook-ის გვერდის საშუალებით მათ სრულიად უფასოდ სთავაზობს განვითარების სფეროს წამყვანი სპეციალისტების რეკომენდაციებს და სპეციალისტებთან ონლაინ-კონსულტაციის საშუალებას. ასევე, გვერდზე ხშირად ნახავთ სხვადასხვა საინტერესო ვიდეოგაკვეთილს და ბავშვის განმავითარებელ თამაშებს.
ვფიქრობთ, ამ ახალგაზრდა მამებმა მნიშვნელოვანი სათქმელი უთხრეს საზოგადოებას და მათ წერილებს გთავაზობთ:
დავით მოსიაშვილის წერილი საზოგადოებას და შვილებს, დემეტრეს და მარიამს
ორი შვილი მყავს, უსიმპატიურესი დემეტრე და პრინცესა მარიამი, რაღაცნაირი ურთიერთობა გვაქვს, სხვებისთვის არასტანდარტული, ჩემთვის კი ჩვეულებრივი. სხვანაირი ურთიერთობების არც მჯერა და ძალიან განვიცდი, როდესაც ვიგებ, რომ არსებობს. ყოველთვის ვეკითხებით ერთმანეთს აზრს და ვიზიარებთ რჩევებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ 7 და 11 წლის არიან. მიუხედავად დემეტრეს ჯანმრთელობის დიდი პრობლემისა, ვცდილობთ, ვიყოთ ხალისიანები და ლაღები, ყველგან ერთად და ერთიანები, პრობლემამ უფრო დაგვაახლოვა და გაგვაძლიერა. ხშირად მეკითხებიან, "როგორ არ იღლები, შვლების აღზრდას მარტო უძღვები და პარალელურად ამდენ საქმესო“? პასუხი მარტივია: მე უბრალოდ არ მესმის, რამემ როგორ შეიძლება, დაგღალოს, როდესაც შენი ყველა ნაბიჯი შენი შვილების მომავალს და ინტერესებს ემსახურება. ყველას ვთხოვ, რომ ერთად შევძლოთ და დავამსხვრიოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული არასწორი სტერეოტიპი, მშობლების უფლება-მოვალეობების სქესის მიხედვით არასწორი გადანაწილებისა და მივიდეთ იქამდე, რომ დედისა და მამის როლებს შორის ბავშვების აღზრდის პროცესში განსხვავება აღარ არსებობდეს.
ყველა მამას გირჩევთ, რომ შვილების გაზრდასთან ერთად აღზრდაშიც მაქსიმალური მონაწილეობა მიიღოთ,
არასოდეს მიატოვოთ, მით უმეტეს, მათი დიაგნოზების გამო!
არ ეკონტაქტოთ, როგორც პატარებს და აღიარეთ ბავშვები თქვენს თანასწორად,
ნუ შეეცდებით მასში თქვენი თავის გამეორებას,
განუვითარეთ ინდივიდუალიზმი,
არ ეცადოთ, აუკრძალოთ ისეთი რამ, რასაც თქვენ თვითონ აკეთებთ,
არ აიძულოთ, მუდმივად იმოქმედონ თქვენი სურვილის შეაბამისად, ხშირად მოუსმინეთ მათ და შეაქეთ,
მიეცით თავისუფლება და არჩევანის საშუალება,
ასწავლეთ თანადგომა და ადამიანების სიყვარული.
მინდა, რომ ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი, თავისუფალი და იზრდებოდეს სრულფასოვან, მშვიდ ოჯახურ გარემოში.
გიორგი სტურუას წერილი შვილს, მათე სტურუას
მოგესალმებით, მე გახლავართ 9 წლის მათე სტურუას მამა, პროფესიით იურისტი. დღევანდელი მდგომარეობით, ვმუშაობ განათლების სისტემაში და მაქვს უამრავ ბავშვთან შეხება. ვიცავ მათ უფლებებსა და ყველანაირად ვცდილობ, მათ შევუქმნა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო. კერძოდ ჩემი შვილი მათე არის ძალიან მხიარული, კეთილი და კომუნიკაბელური ბავშვი, რაც უფრო გვიმარტივებს მამაშვილურ ურთიერთობას. ვცდილობ, ვიყო მისთვის მისაბაძი და მისაღები თავისი ასაკისთვის. როგორც ჩემს შვილს, ისე ყველა ბავშვს ვურჩევდი, იყვნენ მაქსიმალურად ბავშვურები, რადგან ბავშვობა არასდროს დაბრუნდება და ეს უნიკალური და ბედნიერი წლები მათთვის ყოველთვის კარგ მოგონებად უნდა დარჩეს, რაც მათ საღ და ნათელ მომავალს განაპირობებს.
მათეს ვეტყოდი და ვეუბნები ყოველთვის: იყავი კეთილი, მშვიდი, მიმტევებელი და რა თქმა უნდა, განსწავლული შენთვის არჩეულ მომავალ პროფესიაში. ყოველი ნაბიჯი გათვალე მშვიდი გონებითა და სუფთა გულით, რადგან უფალთან მიმავალი სწორი გზა ესაა და სხვა უბრალოდ არ არსებობს.
გიორგი ქარდავა, ირაკლი ქარდავას მამა
გამარჯობა, მე ვარ გიორგი 33 წლის, მყავს ერთი შვილი, 4 წლის ირაკლი. ირაკლი არის ჩემი მზე, მთვარე, კომეტები და თვით უსასრულობა. ჩემმა შვილმა, ლამის დაბადებიდანვე, რთული დღეები გამოიარა, არ დავიწყებ ახლა დეტალებში შესვლას, უბრალოდ ვიტყვი, რომ 9 თვის დედაზე, დედის ძუძუზე, მის სითბოზე და სიყვარულზე დამოკიდებულ ბავშვს დედასთან თითქმის ორი წლით მოუწია განშორებამ, დედის ავადმყოფობის გამო. ამ დროიდან, მისთვის დედაც და მამაც მე ვიყავი, სიყვარულს, ყურადღებას და მზრუნველობას არ ვაკლებდი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ რთულ ასაკში მარტო მომიწევდა ბავშვის აღზრდა, სტანდარტულად, როგორც მამების უმრავლესობას ალბათ ქვეცნობიერში, მეც დედისთვის მქონდა ბავშვის აღზრდა-გაზრდის ტვირთი აკიდებული მისი დაბადებიდანვე, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა და მაგ დღიდან მოყოლებული, მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ჩემი შვილი ადამიანი გაიზარდოს.
რა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, მშობლებს და არა მხოლოდ მშობლებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით: თუ ბავშვს ხმა დედის მუცელშიც ესმის, ესე იგი, დაბადებული თქვენს ნათქვამს მით უმეტეს გაიგებს. ელაპარაკეთ, მოუსმინეთ შვილს, ნუ დაგზარდებათ, ათასჯერ თუ დასვა ერთი და იგივე კითხვა, ათასჯერ გაეცით პასუხი, არ გაუბრაზდეთ, აუხსენით, გააგებინეთ მისთვის გასაგები ენით, მიმიკით ან მოქმედებით იმ კითხვის პასუხი, რასაც კითხულობს. მიეცით მას საშუალება, განვითარდეს, დაეხმარეთ და ხელი შეუწყვეთ ამაში, ბავშვი არის ინფორმაციის შავი ხვრელი, ყველაფერს ისრუტავს, რასაც კი ნახულობს, იგებს, შემდეგ კი შეიძლება ისეთ დროს შემოგიბრუნოთ ინფორმაციის რომელიმე ნაწილი, როდესაც საერთოდ არ ელოდებით ან არც კი გეგონათ, რომ ახსოვდა.
გიყვარდეთ თქვენი შვილი, არ ნიშნავს, რომ ყოველდღე შოკოლადი უყიდოთ, პატივი ეცით მას, დააყენეთ, როგორც თანასწორი, დააფასეთ და ყურად იღეთ მისი აზრი, გაეცით ყველა კითხვაზე პასუხი, არ დაიზაროთ მასთან ურთიერთობა და თქვენ მიიღებთ იმ პრიზს, რაც მე მივიღე: უანგარო სიყვარულს და პატივისცემას.
ხსჩემს შვილს, ჩემს ირაკლის კი ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს და ეს მან იცის, მართლა ყველანაირი შაბლონების გარეშე მინდა, რომ კარგი ადამიანი გაიზარდოს და ჩვენ ამას ერთად შევძლებთ, ამ ეტაპზე მისი ოცნებაა კოსმონავტობა, მეხანძრეობა, ბანკის გენერალური დირექტორობა და მაშველობა, დროთა განმავლობაში ზოგი დაგვავიწყდება, ზოგი ახალი დაგვემატება, მაგრამ მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და დღეს საამისო ყველა მონაცემი აქვს.
ჩემი გულიც რომ გახდეს საჭირო, წამითაც არ დავფიქრდები, მიყვარხარ მააა.
გაეცანით სხვა წერილებსაც ამ ბმულზე
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები