დღევანდელი გადაწყვეტილება პირველი სწორი ნაბიჯია — მამუკა ხაზარაძე საკონსტიტუციო ცვლილებაზე
კანონპროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.
ლელო საქართველოსთვის ლიდერი კენჭისყრას წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.
"პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის გამარჯვება. ქართული საზოგადოება დიდი ხანია, მზად არის ამ ცვლილებისთვის.
ამ რეალობის შესაქმნელად ჩვენმა ახალგაზრდებმა უკომპრომისოდ იბრძოლეს, ეს ბრძოლა მათი მომავლისაა და არავის აქვს უფლება, ყურადღების მიღმა დატოვოს ისინი. დღევანდელი გადაწყვეტილება პირველი სწორი ნაბიჯია ამ გზაზე და იმედს ვიტოვებ, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან ბოლომდე იქნება მიყვანილი. დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც კანონპროექტს პირველივე მოსმენით დაუჭირა მხარი.
ცვლილებები, რომლისთვისაც წლებია, ჩვენი საზოგადოება იბრძვის, ლოგიკურ გადაწყვეტამდე მიდის და ამ სვლას ხელი არ უნდა შეეშალოს", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელოს ლიდერმა კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებისთვის უცხოელი პარტნიორების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემა სჭირდება.
"უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და ძალისხმევა, რომლებმაც ჩვენთან ერთად იბრძოლეს და იმუშავეს შედეგის მისაღწევად.
ჩვენ გვჭირდება მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემა, დაბალანსებული და თანამედროვე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ჩიხიდან. 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს", — აღნიშნა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 5 დეპუტატი.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები