ჭიათურაში ლელო საქართველოსთვის რაიონული ორგანიზაცია გაიხსნა
დღეს, 22 ივნისს, ჭიათურაში ლელო საქართველოსთვის რაიონული ორგანიზაცია გაიხსნა, რომელსაც სათავეში დავით ჭუმბურიძე ჩაუდგა.
ჭიათურაში იმყოფებოდნენ “ლელოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ლიდერები და წევრები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, ისაუბრეს პრობლემურ საკითხებზე და მათ მოგვარების გზებზე. ლელოს ლიდერებმა
ადგილობრივებს პარტიის სამომავლო გეგმებიც გაანდეს და მომავალში რეგიონის როლზე გაამახვილეს ყურადღება.
თემაზე ლელოს რამდენიმე ლიდერმა გააკეთა კომენტარი"
მამუკა ხაზარაძე: "ჭიათურა არასწორი ბიზნესპოლიტიკის მსხვერპლია. ის, რაც რეგიონში ხდება, უნდა დასრულდეს. მოსახლეობისთვის პერსპექტივის წართმევა და ღირსების აყრა არის დანაშაული, რომელსაც სათავეში მძარცველური ბიზნესი უდგას. ეს არის ქალაქის ძარცვა და ამას არ შევეგუებით, რასაც ოქტომბერში დიდი გამარჯვებით შევცვლით. ეს ქვეყანა სხვანაირი ცხოვრების ღირსია. ქვეყანა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, ასე არ უნდა პარტახდებოდეს".
დავით ჭუმბურიძე: "მილიონები გაედინება რეგიონისკენ და მხოლოდ ერთეულები იღებენ სარგებელს. მოსახლეობა კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. წლებია, დამოუკიდებლად ვიბრძვი ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ ბრძოლას დღეს ლელოსთან ერთად გავაგრძელებ".
ბადრი ჯაფარიძე: "ეს არის დღე, როდესაც უნდა დავიწყოთ ცვლილებები ამ ქვეყანაში. ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, არ არის მხოლოდ საარჩევნო დაპირება. საჭიროა, სტანდარტი დავამკვიდროთ ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის იმედზე დარჩენას კი არა, საერთო ძალებით ცვლილებებს გულისხმობს".
ანა ნაცვლიშვილი: "ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს დაიცავს სიკვდილისგან, ჩაგვრისგან, დაცინვისა და მოტყუებისგან. სახელმწიფო არის დაცული ადამიანი, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის მშნებლობაში მიიღოს მონაწიოლეობა. ლელო დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ ჭიათურამ და მთელმა საქართველომ გაიგოს გამარჯვების ფასი. ჩვენ შევქმნით სახელმწიფოს, რომელიც თითოეული თქვენგანის იქნება, ერთი მაღაროელი რომ მარცხდება, ერთი მეშახტე რომ ვეღარ ბრუნდება სახლში ამ დროს ფეხზე უნდა დადგეს ქვეყანა, სახელმწიფო და საზოგადოება. ჩვენ ამ მიდგომას დავამკვიდრებთ".
ირაკლი კუპრაძე: “თითოეული დაღუპული მაღაროელი არის ჩვენი ტკივილი. ამ ადამიანებს გვართმევდა ეს სისტემა და დღემდე ვერ ვიპოვეთ სამართალი. დღეს უნდა გადავდოთ გათითოკაცება და ერთიანობაზე დავიწყოთ საუბარი. ეს ერთიანობა კი ლელო საქართველოსთვისაა.
გიგლა მიქაუტაძე: "ჭიათურის ბიუჯეტის დიდი ნაწილი იხარჯება არა მოსახლეობაზე, არამედ ჩინოვნიკებზე, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ რეგიონისთვის. 20 მლნ. ლარიდან მხოლოდ 2 მლნ. იხარჯება სოციალურ პროექტებზე. ეს არის ყაჩაღობა და ამ ყაჩაღობას ლელო დაასრულებს".
თაზო დათუნაშვილი: "2020 წლის არჩევნებში უნდა გაიმარჯოს ძალამ, რომელიც ძირეულად შეცვლის გაჩერებულ ქვეყანას და გავაჩენთ ახალ იმედს. თითოეული ქართველი იმსახურებს ნათელ მომავალს და ამ საქმეს ვერ გადავდებთ. მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თუმცა ვერ ვაშენებთ მდიდარ ქვეყანას, რადგან მაფიოზური კლანები ანაცვლებენ ერთმანეთს. ეს მმართველობა დასრულდება ოქტომბერში".
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები