აფბა კავკასუს ონლაინის საქმესთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს და ინვესტორთა საბჭოს და მოუწოდებს შესაბამისი რეაგირებისკენ კავკასუს ონლაინის საქმესთან დაკავშირებით. ასოციაცია მიმართავს უწყებებს, რათა არ დაუშვან კომუნიკაციების კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების საფუძველზე ინვესტორის ფაქტობრივი გაძევება ქვეყნიდან.
აფბას განცხადებით, კომუნიკაციების კომისიაში 25 ივნისს გაიმართება ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისათვის სანქციების დასაწესებლად, გარიგების გაუქმებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთი მხრივ, ქვეყანა აღმოჩნდება ხარისხიანი ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე, ხოლო მეორე მხრივ, მეგობარი ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორს ფაქტობრივად ვაძევებთ საქართველოდან, რაც საკმაოდ უარყოფითი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის.
ამავდროულად, როგორც ცნობილია, კავკასუს ონლაინს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს სასამართლოში, შესაბამისად, თუ ამ საქმეში რაიმე დარღვევა არსებობს, ეს უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა მართლმსაჯულების სისტემამ და არა კომუნიკაციების კომისიამ ზეპირი მოსმენის საფუძველზე.
აფბას შეფასებით, ავტორიზაციის შეჩერების შედეგად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები უარყოფითად აისახება საქართველოს ტელეკომუნიკაციების მთლიან ბაზარზე, რაც თავის მხრივ შეუქცევადად დააზარალებს საბითუმო და საცალო ინტერნეტ მომსახურების მომხმარებლებს ხარისხის ვარდნის გამო და ასევე რთულ ვითარებაში ჩააყენებს ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლებს. ასევე, ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება კონკურენტულ გარემოზე, ვინაიდან ბაზარზე სამის ნაცვლად მხოლოდ ორი კომპანია დარჩება. ხოლო, კომუნიკაციების კომისია თავადაც ადასტურებს, რომ არ ჩაუტარებია არანაირი კვლევა შესრულებული გარიგების კონკურენციაზე უარყოფითი გავლენის დასამტკიცებლად. კომისიის გადაწყვეტილება ცალსახად ეყრდნობა გამოუძიებელ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში მითითებულ შესაბამის დებულებას.
პანდემიის გამო შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ნებისმიერი ინვესტორი და განსაკუთრებით მსხვილი ინვესტორები ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესნი არიან, თითოეულ მათგანს მოფრთხილება და შესაბამისი პირობების შექმნა სჭირდებათ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც კოვიდ-19-ის ფონდში, აღნიშნულმა ინვესტორმა ერთი მილიონი ლარი გადარიცხა.
აფბას სჯერა, რომ ამას ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორთა საბჭოშიც კარგად ხვდებიან და სწორედ ამიტომ, მოუწოდებენ მათ, კომუნიკაციების კომისიის დაუფიქრებელი გადაწყვეტილების გამო ნუ დააზარალებენ ქვეყანას.
ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, მაშინ, როდესაც ინვესტიციები საკმაოდ შემცირებულია ქვეყანაში და იგი ბოლო წლების ისტორიულ მინიმუმზეა, მსგავსი გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მეტად აზიანებს საინვესტიციო გარემოს და უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საკითხით დაინტერესდეს ეკონომიკის სამინისტრო და ინვესტორთა საბჭო და დაუფიქრებელი ქმედებების გამო არ დაუშვან უმსხვილესი ინვესტორის ფაქტობრივი გაძევება ქვეყნიდან.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები