ჯორჯ მარტინი იმედოვნებს, რომ 2021 წელს პანდემიასთან ერთად მისი ახალი წიგნიც დასრულდება
თუ არ გჯერათ, რომ მრავალი რჩევისა და რეკომენდაციების მიუხედავად კარანტინში გატარებული დრო ბევრს სულაც არ გაუტარებია ახალი ცოდნის მიღებასა თუ დასახული მიზნების მიღწევაში, ჯორჯ მარტინი ამჯერადაც გაგაოცებთ: როგორც თავად მწერალი ამბობს, პანდემიის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა და დროის დიდი ნაწილი ახალ წიგნზე მუშაობაში გაატარა.
23 ივნისს პირად ბლოგზე გამოქვეყნებულ ტექსტში ეს ცნობილი ამერიკელი მწერალი აღნიშნავს, რომ იზოლაციის ბოლო რამდენიმე თვე თავისი ფენტეზის ჟანრის საკულტო წიგნების სერიის ყინულისა და ცეცხლის სიმღერა, რომლის მიხედვითაც HBO-მ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Game of Thrones გადაიღო, ახალ ნაწილზე მუშაობაში გაატარა.
"ყოველდღე ზამთრის ქარების დასაწერად რამდენიმე საათს ვატარებ და უკვე ნამდვილად წინ წავიწიე. გუშინ ახალი თავის წერა დავასრულე, კიდევ ერთი თავი სამი დღის წინ დავწერე, კიდევ სხვა კი გასულ კვირას. მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წიგნი ხვალ ან შემდეგ კვირას მზად იქნება გამოსაქვეყნებლად. ეს მოცულობით დიდი ნაწილი იქნება და კიდევ დიდი გზა მაქვს მის დასრულებამდე გასავლელი. ზოგიერთ დღეს უფრო ნაყოფიერად ვმუშაობ, ხანდახან კი პირიქით, მაგრამ, რაც მთავარია, ვმუშაობ და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ", — წერს ჯორჯ მარტინი.
მწერალმა ამ ცნობილი სერიის ჯერჯერობით ბოლო, მეხუთე წიგნი A Dance with Dragons (დრაკონებთან ცეკვა) 2011 წელს გამოუშვა და მას შემდეგ ერთგული მკითხველები მოუთმენლად ელიან, რომ მარტინი გაგრძელებას დაწერს. ჯერჯერობით, ეს ლოდინი უშედეგოა.
ამის მიუხედავად, ჯორჯს მარტინი იმდოვნებს, რომ 2021 წელს კორონავირუსის პანდემია დასრულდება, ამავდროულად კი თავად ამ ახალ წიგნზე მუშაობას დაასრულებს.
ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ერთგულმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ავტორი გვპირდება, რომ მალე ახალ წიგნზე მუშაობას დაასრულებს.
მიუხედავად ამისა, იმ ფანებს, რომელთაც 2019 წელს Game of Thrones-ის ფინალურმა სეზონმა გული დასწყვიტა, ლოდინის გარდა სხვა არც არაფერი დარჩენიათ, რათა ამ ისტორიის შემოქმედმა მაინც შესთავაზოს ყველას ამ შთამბეჭდავი ისტორიის ღირსეული დასასრული.
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
კომენტარები