რურუა არასდროს ყოფილა ნასამართლევი, "ოცნების" წერილი ცილისმწამებაა — ადვოკატები
გიორგი რურუას ადვოკატების განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტარებს წერილით მიმართა. მათივე ინფორმაციით, წერილს ხელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა აწერს და მასში საუბარია 1993-1994 წლებზე და მხედრიონზე.
ამასთან, ადვოკატებმა დღესვე წარმოადგინეს დოკუმენტი საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან, რომლის მიხედვითაც, უწყებაში წარსულში გიორგი რურუას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.
შალვა შავგულიძის განცხადებით, აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების წერილი რურუას დანაშაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლობა და ცილისწამებაა.
"ეს არის პასკვილი, ცილისწამება საკუთარ მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ერთი მხრივ, ასეთი განცხადებით, ქართული ოცნება ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ევროპარლამენტარები, რათა გაამართლოს მის მიერ 8 მარტის ხელშეკრულების შეუსრულებლობა პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების ნაწილში. მეორე მხრივ, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების პირდაპირი მესიჯი სასამართლოსადმი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ბრალდების საქმის განხილვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ითხოვს სასამართლოსგან გამამტყუნებელ განაჩენს", — თქვა შავგულიძემ რურუას სასამართლო პროცესის დაწყების წინ.
ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ქართული ოცნების წერილში მითითებულია, რომ რურუას წინააღმდეგ საქმეები მიმდინარეობდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეწყდა. თუმცა, საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ მის მიმართ წინა წლებთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა არც ქართული ოცნების პერიოდში.
"საქართველოში რა მკვლელობაც მომხდარა, ალბათ ყველაფერი დაბრალებულია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, გიორგი რურუაზე. არგუმენტების გარეშე მიუთითებს ხელისუფლება გიორგის ბრალეულობაზე, მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგინეთ დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის არ არის ნასამართლევი და შესაბამისად, საუბარი მის რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით არის უბრალოდ ცილისწამება. [...] ეს არის უტყუარი დადასტურება გიორგი რურუას პოლიტიკური დევნის. აქ უკვე გამოიკვეთა, რომ რეალურად გიორგი რურუასთან პრობლემა პროკურატურას კი არ აქვს, არამედ ქართულ ოცნებას და ზუსტად ამიტომ იმყოფება ის საპატიმროში", — ამბობს საძაგლიშვილი.მისივე ინფორმაციით, ქართული ოცნების წერილში მითითებულია, რომ რურუამ მთავარი არხის წილი "განზრახ, მოჩვენებითად" შეიძინა და მასში 2500 ლარი გადაიხადა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით წილის ნასყიდობა ნამდვილად 2500 ლარია, თუმცა ამავე დოკუმენტში გაწერილია ინვესტიცია კომპანიაში 25 000 დოლარის ოდენობით. ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ჯამში საუბარია 500 000 დოლარის ინვესტიციაზე, თუმცა წილის ნახევარი გარდაცვლილი ნიკა რურუას შვილზეა გადაფორმებული.
დიმიტრი საძაგლიშვილის აზრით, სავარაუდოდ, ქართული ოცნება ამ წერილით ევროპარლამენტარების წინაშე გიორგი რურუას პატიმრობის გამართლებას ცდილობს. მისი ინფორმაციით, წერილი რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა.
On.ge დეტალური ინფორმაციის მისაღებად უკვე დაუკავშირდა საქართველოს პარლამენტს და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სასამართლო დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვის ეტაპზეა. ადვოკატებს დღეს რურუას გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაუყენებიათ.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
კომენტარები