ელისაშვილმა სექსისტური ფრაზა გამოიყენა და ოპოზიციაზე თქვა: "ორღობის დედაკაცივით ჭორაობ"
ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში სექსისტური ფრაზა გამოიყენა. მან ევროპული საქართველოს წევრების მისამართით თქვა, რომ "ორღობის დედაკაცივით ჭორაობენ".
საუბარი ეხებოდა ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას თბილისში საერთო მაჟორიტარების თემაზე. ელისაშვილმა თქვა, რომ მას მოლაპარაკებებში ჩართვა დავით ბაქრაძემ სთხოვა.
"სად გაიზარდნენ, სად ისწავლეს ამ უგულავამ და ბოკერიამ ასეთი ქცევა. ერთი კვირა მეხვეწებოდა შევხვდეთო დათო ბაქრაძე. გიგა ბოკერიას რომ მოეწერა, არც შევხვდებოდი. ერთი კვირა ვითრევდი ფეხს და შევხვდი, ვილაპარაკეთ. ამის შემდეგ კიდევ მომწერა და ვუთხარი, არაფერი სალაპარაკო არ მაქვს-მეთქი. ამის მერე დგანან და ასეთ შეხვედრაზე, რომელზეც მეხვეწები, მთხოვ, რომ შევხვდეთ, ერთი კვირა მწერ, მერე გამოდიხარ და ორღობის დედაკაცივით ჭორაობ. ეს სად ისწავლეს, როგორ მაინტერესებს, ასეთი რაღაც როგორ უნდა იკადრო, მერე მე მაბრალებენ, გვევაჭრებოდაო. გიგა ბოკერია სტამბოლის მონათა ბაზრის დირექტორია, მაჟორიტარების პრეზიდენტია, ქურდია და ის ანაწილებს ამ მაჟორიტარებს... უბრალოდ წარმოდგინეთ სცენა, სადაც მე მივდივარ თავდახრილი და გიგა ბოკერიას ვეხვეწები, იქნებ ორი ადგილი დამითმო, თქვენო აღმატებულებავ. ვინ ოხერი... ვინ ტიკი ტომარაა, რატომ ჰგონია, ვიღაცას რაღაცა უნდა დაუთმოს", — თქვა ელისაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, რის მიხედვით სურდა ორ ოლქში მაჟორიტარის დასახელება თავისი პარტიიდან, ელისაშვილი პასუხობს, რომ რესურსიდან გამომდინარე.
"რვავეს ვიტყოდი, რომ გვცოდნოდა, რომ რვას მოვიგებდით", — დასძინა მან.
მისივე თქმით, პოლიტიკაზე გული ერევა და აპირებს ეს ყველაფერი "ამოაყირავოს".
"ცხვირს ნუ მიზომავენ და სამგლე გოჭებივით ნუ არიან ატეხილები ბოკერია და მისი რაზმი და მისი მექრთამე ძმაკაცები. პოლიტიკას შორიდან ვუყურებდი და გული მერეოდა, პროცესში რომ შევედი, კიდევ უფრო გული მერევა. ხალხის გარეშე, სადღაც კულისებში რომ რაღაცებს ფუთფუთებენ და თანხმდებიან, გამოდიან და ამბობენ — ეს აქ იქნება, ეს იქ იქნება", — თქვა მან.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები