ბეჭდების მბრძანებლის სერიალისთვის "უჩვეულო გარეგნობის" ადამიანებს ეძებენ
მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჰოლივუდში მოხვედრის შანსი არ აქვს, რადგან არც ორლანდო ბლუმს ჰგავს და არც ქეით ბლანშეტს, ამჯერად სრულიად რეალური შესაძლებლობა ეძლევათ, რომ "სრულყოფილი" სილამაზის სტანდარტის გარეშეც გახდნენ საოცნებო პროექტის მონაწილეები.
The Guardian-ის ცნობით, ახალ ზელანდიური სააგენტო ჯ.რ.რ. ტოლკინის ფენტეზის ჟანრის წიგნების ბეჭდების მბრძანებლის სატელევიზიო ეკრანიზაციისთვის "უჩვეულო გარეგნობის" ადამიანებს ეძებს.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააგენტო დაინტერესებულია ისეთი კანდიდატების დასაქმებით, რომელთაც აქვთ "უსწორმასწორო კბილები, სახის დამწვრობა, გრძელი გამხდარი კიდურები, ჩავარდნილი ყვრიმალები, პატარა ან დიდი თვალები, რაიმე სახის დეფორმაცია და სხვა".
განცხადებაში აღნიშნული არ არის, თუ რა როლისთვის ეძებენ კანდიდატებს, მაგრამ პოსტის თეგებში აღნიშნულია #lordoftherings, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ როლისთვის მსახიობები სწორედ ბეჭდების მბრძანებლის სერიალისთვის სჭირდებათ, რომლის გადაღებებიც ახალ ზელანდიაშია დაგეგმილი.
ამ ახალ ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან პროექტზე კომპანია Amazon მუშაობს. სერიალის გადაღებები კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა, თუმცა დაგეგმილია, რომ შემდეგ თვეში შემოქმედებითმა გუნდმა აქტიურად განაახლოს მუშაობა.
შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ახალ ზელანდიაში ჯეიმს კამერონიც დაბრუნდა, რათა თავის ახალ პროექტზე, ავატარის მეორე ნაწილზე მუშაობა გააგრძელოს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბეჭდების მბრძანებლის ადაპტაციისთვის უჩვეულო გარეგნობის მსახიობებს ეძებენ: გასული წლის ოქტომბერში გავრცელებულ რეკლამაში ისინი ეძებდნენ კანდიდატურებს, რომლებიც ძალიან მაღლები (1,95 მეტრზე მაღალი) ან დაბლები (1,5 მეტრზე დაბალი) არიან. ასევე დაინტერესებული იყვნენ ანდროგინული გარეგნობის კანდიდატებითაც.
ახალ ზელანდიური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულმა ამ ბოლო განცხადებამ კი ბევრი გაამხიარულა და ფეისბუქის მომხმარებლები კომენტარებში თავიანთ მეგობრებს ხუმრობით ნიშნავდნენ და ურჩევდნენ, რომ აპლიკაცია შეევსოთ.
თუ თქვენც შესაბამისი კანდიდატი გახსენდებათ, არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებელია, დაინტერესებული პირი სრულწლოვანი იყოს და ახალი ზელანდიის მოქალაქეობა ან იქ მუშაობის უფლება ჰქონდეს.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები