როდესაც სიმართლე შენს მხარესაა, ადვილი არის ოპონირება — კახა კუჭავა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ ქართული ოცნების მიერ ევროპარლამენტისთვის გაგზავნილი ინფორმაცია, სადაც გიორგი რურუა კრიმინალად არის მოხსენიებული, ოპოზიციამ ხელისუფლების მიმართ ახალი ბრალდებების საბაბად გამოიყენოს. თუმცა, მისი თქმით, როდესაც სიმართლე მათ მხარესაა, ოპონირება მარტივია.
"მათ არ დაუშლით არც ჭკუა და არც ენერგია, რომ ახალი ბრალდებები წამოაყენონ და რაც უნდათ ის ილაპარაკონ. ჩვენ შეჩვეული ვართ მსგავს ინფორმაციას. მე ბევრჯერ მთხოვეს, რომ უფრო დეტალური კომენტარები გამეკეთებია, მაგრამ არც არასრის გავაკეთებ, არ არის ჩემი საქმე, პოლიტიკოსის საქმე, რომ ჩავერიო სასამართლო გადაწყვეტილებაში. სასამართლომ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თუ ვინმე არ ენდობა, შემდეგ შეიძლება ამის გასაჩივრებაც. ასეთი შემთხვევები ბევრი ვიცით, თუმცა ქართული ოცნების პერიოდში გვახსოვს ძალიან ბევრი ხმაურიანი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სასამართლომ. ყველაფერს ველოდებით, მაგრამ ფაქტი ერთია, როდესაც სიმართლე შენს მხარესაა ადვილია ოპონირება", — განაცხადა კუჭავამ იმედის ეთერში.
ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტს მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას შესახებ მისწერა. ვრცელ წერილში რურუა კრიმინალადაა მოხსენიებული და საუბარია მხედრიონზე, "ვაკის საძმოზე", თორაძეების საქმეზე. ასევე მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ რურუამ ტელევიზია პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძინა.
კუჭავა ამბობს, რომ ეს წერილი საინფორმაციო ბიულეტენია, რომლითაც გამომწერებს "მათი მხრიდან დანახულ" ინფორმაციას აწვდიან. რურუას ადვოკატები კი აცხადებენ, რომ წერილი ცილისწამებლურ ინფორმაციას შეიცავს.
"გიორგი რურუა ასევე ცნობილი კრიმინალია, რომელსაც სისასტიკით სავსე საქმეებით იცნობენ და უფრთხიან. ამაში შედის გატაცებები და მკვლელობები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იან წლებში იყო ჩადენილი. ის ე.წ ბოროტების საძმოს დამფუძნებელი და ლიდერია, რომელსაც სხვანაირად ვერის საძმოსაც უწოდებდნენ — ეს კრიმინალური ჯგუფი ჩართული იყო ისეთ მასშტაბურ დანაშაულში, როგორიც იყო 1992 წელს თორაძეების ოჯახის შვიდი წევრის მოკვლა და 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და მისი დისშვილის მკვლელობა", — ვკითხულობთ ევროპარლემენტისთვის გაგზავნილ ტექსტში.
წერილთან დაკავშირებით, რურუას ადვოკატებმა დღესვე წარადგინეს დოკუმენტი საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან, რომლის მიხედვითაც, უწყებაში წარსულში გიორგი რურუას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, წერილში მითითებულია, რომ რურუას წინააღმდეგ საქმეები მიმდინარეობდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეწყდა. თუმცა, საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ მის მიმართ წინა წლებთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა არც ქართული ოცნების პერიოდში.
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებისთვის მიწერილი წერილი, პირდაპირ ადასტურებს მმართველი გუდნის დაკვეთას, რომ რურუა ციხეში იყოს.
მისი თქმით, ეს წერილი მომავალში იქნება მტკიცებულება იმისი, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები