დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 917-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ stopcov.ge-ზე განახლდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 ადამიანი.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 3 ახალი შემთხვევიდან 2 საკარანტინო ზონიდანაა, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 917 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 776 გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2 744 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 258.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: