ქარწაღებულნი HBO Max-ზე შესაბამისი განმარტებით დაბრუნდა
ამერიკულ სტრიმინგ სერვის HBO Max-ზე ჰოლივუდის კლასიკა ქარწაღებულნი დაბრუნდა, ოღონდ თანმხლები განმარტებით, რომ ფილმი "მონობის საშინელებას უარყოფს".
1939 წელს გამოსული ეს ცნობილი კინოსურათი ამ თვის დასაწყისში ფილმების კატალოგიდან დროებით ამოიღეს, რადგან ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული ანტირასისტული საპროტესტო აქციების ფარგლებში კიდევ ერთხელ დაიმსახურა მან კრიტიკა "რასისტული შინაარსის" გამო.
კრიტიკოსებს შორის ერთ-ერთი იყო ფილმ მონობის 12 წლის ოსკაროსანი სცენარისტი, ჯონ რიდლი, რომელმაც განაცხადა, რომ "ფილმი, რომელიც მონობის საშინელებას აიგნორებს, სამუდამოდ უკვდავყოფს ფერადკანიანი ადამიანების მიმართ არსებულ ყველაზე მტკივნეულ სტერეოტიპებს".
მსგავს კრიტიკას HBO სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:
"კინოში რასისტული გამოსახულებები არასწორი იყო წარსულშიც და ასეა ახლაც. სწორედ ამის გამო ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი პროდუქტების სპეციალური განმარტების გარეშე მაყურებლებისთვის შეთავაზება უპასუხისმგებლობა იქნება".
ამ ფაქტმა საზოგადოებაში უერთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები დაიმსახურა: ბევრმა ეს გადაწყვეტილება ცენზურად მიიჩნია, თუმცა შეგახსენებთ, რომ ფილმი არსად აკრძალულა, მხოლოდ ერთი სტრიმინგ სერვისიდან აიღეს დროებით და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე დაბრუნდა ამავე პლატფორმაზეც სპეციალური თანმხლები განმარტებებით, რათა თანამედროვე მაყურებელმა ისტორიული კონტექსტის სათანადოდ გათვალისწინება შეძლოს.
HBO Max-ზე ქარწაღებულნი ორ ვიდეოსთან ერთად დაბრუნდა, სადაც სპეციალისტები სწორედ ამ ფილმთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავენ. ერთ ვიდეოში კინომცოდნე ჟაკლინ სტიუარტი აღნიშნავს, რომ ეს ფილმი "ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია კინოსურათია", თუმცა ჯერ კიდევ ლამის საუკუნის წინ, ფილმის გამოსვლისასაც კი აცნობიერებდნენ ადამიანები, რომ ის აფროამერიკელი მოსახლეობის მიმართ კონტრვერსულ დამოკიდებულებებს შეიცავდა.
"პროდიუსერმა დევიდ სელზნიკმა კარგად იცოდა, რომ შავკანიანი მაყურებლები შეშფოთებულები იყვნენ იმით, თუ როგორაა ასახული ფილმში მონობის პერიოდი და შავკანიან პერსონაჟებთან მოპყრობა. ამის მიუხედავად ამერიკის სამხრეთი თავისი მშვენიერებითა და საოცრებებით ისე ნოსტალგიურადაა აღწერილი, რომ იქ საერთოდ არ ჩანს მონობის სისტემური სისასტიკის საშინელება, რომელზეც იმ პერიოდის მშვენიერება იყო აგებული", — ამბობს ჟაკლინ სტიუარტი.
მეორე ვიდეო საათზე უფრო დიდხნიანია და მასში დისკუსიის სახით მიმოიხილავენ ფილმის ისტორიულ კონტექსტს.
ქარწაღებულნი ისტორიული რომანტიკული ფილმია, რომელიც 1939 წელს მარგარეტ მიჩელის ამავე სახელწოდების ცნობილი რომანის მიხედვით გადაიღეს. ფილმმა საოცარ კომერციულ წარმატებას მიაღწია და ამავდროულად ოსკარის რვა ჯილდო დაიმსახურა, თუმცა მას წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ შავკანიანი აქტივისტები აშშ-ის სამხრეთ შტატებში მონობის პერიოდის "პასიური, ბრმა" გადმოცემით.
ეს ფილმი მნიშვნელოვანია კიდევ იმით, რომ მასში შესრულებული როლით მსახიობი ჰეტი მაკდენიელი პირველი აფროამერიკელი გახდა, რომელსაც ოსკარი გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ მან ქალის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში გაიმარჯვა, იმდროინდელი რასობრივი სეგრეგაციის გამო მას უფლება არ ჰქონდა, რომ ოსკარების დაჯილდოებაზე ფილმის სხვა მსახიობების გვერდით დამჯდარიყო.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები